(ფოტოზე: წმიდა ზიარება - ზარზმის მონასტრის ფრესკა)
"...თავდაპირველად ქრისტეს ეკლესიაში ყოველ წირვაზე ყველანი ეზიარებოდნენ. ბასილი დიდს ჰკითხეს: შეიძლება თუ არა ხშირად ზიარება და როგორი სიხშირით? მან უპასუხა, რომ არა მარტო შეიძლება, არამედ აუცილებელია. ხოლო იმის შესახებ, თუ როგორი სიხშირით უნდა ეზიარონ, უპასუხა: ჩვენ კვირაში ოთხჯერ ვეზიარებით – ოთხშაბათს, პარასკევს, შაბათსა და კვირას. ჩვენ – იგულისხმება ყველა კესარიელი. კითხვა ეხებოდა არა მღვდელმსახურებს, არამედ ერისკაცებს... ყოველ წირვაზე მღვდელი მოუწოდებს: „შიშითა ღმრთისაჲთა და სარწმუნოებით მოვედით“. აქედან გამომდინარე, ყოველ წირვაზე შეიძლება ზიარება... მხოლოდ ეცადეთ ყოველმხრივ მოემზადოთ როგორც საჭიროა და შიშით, ძრწოლით, სარწმუნოებით, შემუსვრილებითა და სინანულის გრძნობით ეზიაროთ."
წმიდა თეოფანე დაყუდებული.
ნანახია: (433)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას