ინდოეთს კორონავირუსი არ ემუქრება!
ინდოეთს კორონავირუსი არ ემუქრება - ინდოეთს ემუქრება შიმშილით სიკვდილი!
ამ ქვეყანას ტრაგედიებით ხომ ისედაც ვერ გააკვირვებ და არცთუ დიდი ხნის წინ, ნარენდრა მოდის პოპულისტურმა ხელისუფლებამ უმაგალითო აქცია ჩაატარა - ნაღდი ფულისაგან გაანთავისუფლა ქვეყანა.
ადამიანები კვდებოდნენ რუპიის რიგში, მილიონები დაეშვნენ სიღარიბის ფსკერს ქვემოთ, რაც იმდენად ღრმაა, რომ ამას ჭკვათამყოფელი კაცი ვერც წარმოიდგენს!
ევროპაში კი ეს ამბავი არც გაუგიათ - ეს ხომ კორონავირუსი არ იყო!
ახლანდელი, კორონავირუსიანი კატასტროფა კი, 21-დღიანი კარანტინის გამოცხადებით (1,37 მილიარდიან მოსახლეობაზე) გადაფარავს ყველა დანარჩენს!
შინაგანი გასტარბაიტერები ერთ დღეში დარჩნენ სამუშაოს გარეშე და ადამიანები, რომლებიც საზრდოობდნენ ერთდღიანი, ან - უკეთეს შემთხვევაში - ერთკვირიანი დასაქმებულობით, დღეში 4,5 ევროდ - გამოყარეს ქუჩაში.
ინდოეთში შეჩერებულია მატარებლების მოძრაობა - ვაგონები გადაკეთებულია იზოლირებულ ბლოკებად.
უზარმაზარი მასა - 300 000 მილიონამდე ადამიანი თავის გადასარჩენად დაიძრა ქალაქიდან სოფლებისაკენ; ეს გზა კი ხშირად რამდენიმე ასეული კოლომეტრია!
ვისაც ფული შემორჩა, ჩადგა ავტობუსების რიგში - ნიუ-დელიში გუშინ რიგი 8 კილომეტრზე იდგა. დახედეთ სურათს - ამ რიგში, სადაც თითოოროლას თუ უკეთია ნიღაბი, წარმოუდგენელი გახლდათ ორმეტრიანი დისტანციის დაცვა და აქ პოლიციელის ხელჯოხიც ვერ იმოქმედებდა, ასე დაუნდობლად რომ უსწორდება მოქალაქეებს დელის ქუჩებში.
ვისაც ფული არა აქვს - უმრავლესობისათვის შინ დაბრუნების ერთადერთი საშუალებაა საკუთარი ფეხები და იმის იმედი, იქნებ გზაში წამოეწიოთ მათი გზით მიმავალი რაიმე ტრანსპორტი.
შეუძლებელია იმის დაანგარიშება, რა ადამიანურ დანაკარგებთან იქნება დაკავშირებული მშიერი და ხშირად ფეხშიშველი ხალხის ეს მრავალკილომეტრიანი წანწალი 30 გრადუსიანი სიცხის პირობებში!
ერთი რამ არის სრულიად გარკვეული - ისინი ვირისუსაგან არ მოკვდებიან!
ბორის ფელდმანი, https://censoru.net/
ნანახია: (1283)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას