უნდა ამოვძირკვოთ ეს ტყუილიც და დავიმახსოვროთ ყველამ: პოლიტიკა არის აბსოლუტურად ყველას საქმე, ვინც ამ ქვეყნაში ცხოვრობს და მას თავის სამშობლოდ თვლის; ქვეყნის პოლიტიკა მსახიობის საქმეც არის, სპორტსმენის საქმეც, ტაქსის მძღოლისაც, მითუმეტეს მასწავლებლისაც, სტუდენტისაც და ყველა სხვა პროფესიის მოქალაქისაც. მღვდლის საქმეც არის ქვეყნის პოლიტიკა, რადგან მღვდელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს. ამ ქვეყნის ჰაერს ხომ ყველა ვსუნთქავთ, მიუხედავად ჩვენი პროფესიისა?! ასევეა ამ ქვეყნის პოლიტიკაც. მზაკვარმა მტერმა დაგვაჯერა ესეც, რომ თურმე ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს პოლიტიკა არ გვეხება, მაშინ როცა თავად ყველას და ყველაფერს (თვით ეკლესიასაც კი) პოლიტიკური მიზნისთვის იყენებს. ქართველი მღვდლის საქმეც არის პოლიტიკა და ეს ყოველთვის ასე იყო. გაიხსენეთ პატრიარქი ამბროსი ხელაია, როგორ იბრძოდა საქართველოს პროგრესული მომავლისთვის ევროპული ქვეყნების ოჯახში და როგორი მიმართავდა ცივილიზირებულ სამყაროს დახმარებისთვის. ასე რომ, ყველამ ამოვიგდოთ თავიდან, რომ პოლიტიკა ვინმეს საქმე არ არის. პოლიტიკა არის ყველა ჩვენგანის საქმე, რადგან დღეს პოლიტიკაში ჩვენი მონაწილეობა განსაზღვრავს, თუ სად ვიცხოვრებთ ხვალ. უდიდესი პატივისცემა ყველა მოქალაქეს, მსახიობსაც, სპორტსმენსაც, სტუდენტს და მღვდელსაც, ვისაც არ ეშინია ხმამაღლა დაუჭიროს მხარის ქვეყნის წინსვლას ევროპული ცივილიზაციისკენ. სხვის გაშლილ სუფრასთან წამოჯდომა არაა ღირსეული საქმე. მონაწილეობა უნდა მიიღო იმ სუფრის გაშლაში.
დეკანოზი თამაზ ლომიძე
ნანახია: (244)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას