logo.png

„ნუ მოატყუებთ ექიმს!“

 

საიტ rossaprimavera.ru/news/d69ee62c -ის ცნობით, ასეთი კამპანიაა გაშლილი პოლონეთში.

მას შემდეგ, რაც საქართველო კორონავირუსის გავრცელების ახალ ფაზაში შევიდა, ალბათ დროულია მისი საქართველოში გადმოტანაც!

პოლონეთში ამ სიცრუეს ასე განმარტავენ:

„გახსოვდეთ, ინფორმაციის დამალვამ  შეიძლება გამოიწვიოს თვით ექიმების დასნებოვნება, როდესაც მათ იძახებენ თითქოსდა ქრონიკული დაავადების გამწვავების მიზეზით და ბინაზე კი ხვდებათ ვირუსული ინფექციის მქონე ავადმყოფი.

ჭირისუფალნი ირწმუნებიან, რომ ავადმყოფს სიცხე კი არა აქვს, „შაქარმა აუწია“ ან „გულის ტკივილებს უჩივის“. ხოლო რეალურად აღმოჩნდება, რომ ავადმყოფს აქვს ცხელება, ხველა, ქოშინი და დამატებით - მისი ნათესავი ახლახან დაბრუნებულა ევროპაში მოგზაურობიდან.

შედეგად  -  ექიმს მოუწევს კარანტინში გასვლა, ვიდრე მზად არ იქნება ტესტის პასუხი COVID-19-ზე და უკეთეს შემთხვევაში ორი კვირის შემდეგ დაბრუნდება სამსახურში, უარეს შემთხვევაში კი - გაცილებით გვიან და თავისივე მდგომარეობაში ჩააყენებს საკუთარ ოჯახს მშობლებიან-შვილებიანად!

პოლონური სააგენტო ამცნობს თანამემამულეებს, თუ რატომ უნდა თქვან სიმართლე ექიმის გამოძახებისას:

„ასეთ პაციენტებთან იგზავნება ინფექციონისტების ბრიგადა, საგანგებოდ ეკიპირებული და კორონავირუსის ტესტებით შეიარაღებული. დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში ვირუსული ინფექციის მატარებელი ავადმყოფები მაშინვე თავსდებიან სპეციალურ კლინიკებში«

ნანახია: (1162)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას