logo.png
დეკანოზი ილია ჭიღლაძე

მეუფე შიო ავალიშვილის მამხილებელი წერილი ილია მეორეს

შეიძლება იყოს text გამოსახულება

“საქართველოს საპატრიარქო ეპარქიებსა და მათში არსებულ ეკლესიებს კი არ ემსახურება, არამედ აწარმოებს საგარეო მიწერმოწერას და ემსახურება ისევ საპატრიარქოს, ე.ი. საკუთარ თავს. „საითაც გავიქეცი, იქით წავიქეციო“ – უთქვამს გაჭირვებულ კაცს. ასეა ჩვენი საქმეც: საითკენაც არ უნდა მივბრუნდეთ, ყველგან მოთქვამს ობლობა და უპატრონობა, უმოქმედობა და უთავბოლობა, სიცრუე და მლიქვნელობა… ასეთი მდგომარეობის ფონზე კიდევ პრეტენზიით აცხადებთ: „არიქა, არ გაბედოთ და ხმა არ ამოიღოთ, თორემ ამ ამბების გამხელით შერცხვება საქართველოს ეკლესია. რომელ სირცხვილზეა ლაპარაკი, როდესაც განსაცდელშია საქართველოს ეკლესია. მამათმავლები შესევიან მის სიწმიდეს, მტვერსა და ჭუჭყში სრულდება ბევრგან უწმიდესა წირვა და ლოცვა, მანკიერების სატანა სუნთქავს აზრსა და მოქმედებაში. რა უნდა იყოს და სად უნდა იყოს იმაზედ მეტი სირცხვილი და შეუკავებელი სიამაყე, როდესაც კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე და მისი სინოდის თორმეტი წევრი (რა თქმა უნდა, მამათმავლებიც მათ რიცხვში) გამოხატეს დიდუბის ტაძრის კედელზე? არ დაჯერდა დიდი მადა ამ არგაგონილ ამბავს, აიღეთ და თქვენი თავი დაახატინეთ ტაძრის მეორე კედელზე, თამარ დედოფლის გვერდით. რა ჰქენით? ხალხს რა შეკადრეთ? სად მოიკრიბეთ ასეთი გამბედაობა თუ კადნიერება, რომ წმინდანთა შორის დაიმკვიდრეთ თქვენი სავანე? როგორ ინებეთ, რომ ტაძარში სალოცავად შესულ ქართველებს თამარ დედოფლის გვერდით თქვენი სახისთვის ეყურებინა? ღმერთო ძლიერო! რა ვუწოდოთ ამ მოქმედებას? ესაა საოცრება და საშინელება ერთად შერწყმული. ეს სიმდაბლეც არის და კადნიერებაც. მშიერი კაცის თავგანწირვაც და გაუმაძღრობაც არნახული, არგაგონილი. რამ მიგიყვანათ და ვინ მიგიყვანათ ასეთ უძირო ზღვა ცდუნებამდე, რომ ეს გააკეთეთ პატრიარქმა ჩვენი ქვეყნისა? მაგრამ ვაი, რომ არც ეს იკმარეთ, ადამის ძეო!”

მეუფე შიო ავალიშვილის მამხილებელი წერილი ილია მეორეს (1983)

ფოტოზე: დიდუბის ტაძრის ფრესკები: წმ. მეფე თამარი და ილია II. დამკვეთი თავად ილია II. მხატვარი ალექსანდრე (შურა) ბანძელაძე. 1982 წ. წმ. თამარის ფრესკა თავად ილია მეორემ დახატა ბანძელაძის დახმარებით.

წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე

ნანახია: (116)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას