(ფოტოზე: გელათის საკათედრო ტაძრის გუმბათი)
„ჩვენი ამქვეყნიური ყოფა სამოთხე კი არა, მისგან გაძევებული მდგომარეობაა. თავიდან უნდა ავიცილოთ ის შეცდომა, რომელსაც ადამიანები ხშირად უშვებენ, როცა ამსოფლად სამოთხის დაბრუნებასა და მასში ნებიერ ცხოვრებას ცდილობენ. ხშირად შევახსენოთ საკუთარ თავს მაცხოვრის სიტყვები: ,,სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა”. როცა ეს გამუდმებით გვემახსოვრება, მაშინ მხნეობისა და მოთმინების უნარიც იმატებს ჩვენში, რომლის ძალითაც შედარებით ადვილად გადავიტანთ თავს მოწეულ განსაცდელს. თუ არ შეგვარყევს მწუხარება, სნეულება, უსამართლო დევნა, თუ ძლიერ ქარში ლერწამივით არ დავიწყებთ რხევას, მაშინ ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩენთ, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება ამქვეყნად კი არა, ზეცად გველოდება. მაშინ არამც თუ სულგრძელნი ვიქნებით საკუთარ განსაცდელში, არამედ ისეთ სიხარულს, შვებასა და ნუგეშს ვიგრძნობთ, რომლის წარმოდგენაც კი შეუძლებელია ცოდვილი ადამიანისათვის“.
ცოდვილთა მანუგეშებელი დიდი მეუფე – წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)
ნანახია: (262)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას