logo.png

ინდოეთში ქიმიური ქარხანა აფეთქდა -  არის მსხვერპლი

ინდოეთში, ტელენგანას შტატში ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. ამის შესახებ გამოცემა Reuters-ს ადგილობრივმა პოლიციის წარმომადგენელმა, ჩ.შ. რუპეშმა განუცხადა.

"ჩვენ გვყავს 40-კაციანი გუნდი ადგილზე სამაშველო ოპერაციებისთვის. მათ გადაარჩინეს ყველა ადამიანი, ვინც მომწყვდეული იყო", - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

მისივე ცნობით, ქარხანა ფარმაცევტულ ფირმა SB Organics-ს ეკუთვნოდა. არსებობს ეჭვი, რომ აფეთქების დროს უფროსი აღმასრულებელი დაიღუპა. 

 

ნანახია: (81)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას