logo.png

საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ნარჩენი ფლორიდაში სახლს დაეცა

როგორც ჩანს, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) ერთი ფრაგმენტი დედამიწის ატმოსფეროს გადაურჩა და ფლორიდაში სახლს დაეცა.

რამდენიმე დღის წინ ალეხანდრო ოტეროს სახლის სახურავს უცნაური ნივთი დაეცა, რომელიც ერთ კილოგრამს იწონიდა. ნივთმა სახლის სახურავი "გაიარა" და იატაკიც დააზიანა. ალეხანდრომ ამის შესახებ X-ზე დაწერა:

" Hello. Looks like one of those pieces missed Ft Myers and landed in my house in Naples. Tore through the roof and went thru 2 floors. Almost his my son. Can you please assist with getting NASA to connect with me? I’ve left messages and emails without a response."

ImageImageImage

შედეგად ორსართულიან სახლში დიდი ხვრელი გაჩნდა.

Ars Technica-ს მიხედვით, ახლა ნივთს NASA იკვლევს, რათა საბოლოოდ დადასტურდეს, რომ ეს მართლაც ISS-ის ნარჩენია.

 

 

ცნობილია, რომ 8 მარტს საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გამოშვებული ტვირთი დედამიწის ატმოსფეროში შემოვიდა. ეს იყო ყველაზე დიდი ნარჩენი, რაც კი ორბიტალური სადგურიდან გამოუშვიათ.

საუბარია მოძველებულ 9 ბატარეაზე, რომელიც 2021 წელს შეგნებულად "გადაადგეს".

ექსპერტების თქმით, ნარჩენი ატმოსფეროში შემოსვლისას სრულად უნდა დამწვარიყო. მიუხედავად ამისა, არ იყო გამორიცხული, რომ ტვირთის უმნიშვნელო ნაწილს დედამიწის ზედაპირამდეც მიეღწია.

თუმცა, ასეთ შემთხვევაში კონკრეტულად სად შეიძლება დაცემულიყო ნარჩენი, ამაზე ზუსტი პასუხი არ გვქონდა.

დაცემის მომენტი კამერამ აღბეჭდა

ინციდენტი Nest-ის სახლის უსაფრთხოების კამერამ დააფიქსირა.

ეს დრო ემთხვევა აშშ-ის კოსმოსური სარდლობის ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც ISS-ის ნარჩენები ატმოსფეროში შემოვიდა.

NASA-ს სპიკერმა აღნიშნა, რომ სააგენტომ ამოიღო ნამსხვრევები და ახლა ისინი ნივთს მისი ზუსტი წყაროს დასადგენად სწავლობენ.

მეორე მხრივ, ოტერომ X-ზე დაწერა, რომ ის ზარალის ანაზღაურებას შესაბამისი უწყებებისგან ელის.

წყარო: Interesting Engineering

 

ნანახია: (316)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას