"პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ავადმყოფ რეზო ინანიშვილს მკურნალობისთვის საჭირო თანხა გამოუყო.
მთარმნელმა გივი კიკალიშვილმა მონდომება არ დააკლო, რომ მწერალი ამ თანხით საზღვარგარეთ გამგზავრებულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოასწრო – გარდაიცვალა.
გარდაიცვალა ისე, რომ თბილისში დატრიალებული ტრაგედიისა არაფერი გაუგია.
იმავე ღამეს ტელევიზიით გამოდის ჩემთვის მეტად ძვირფასი პიროვნება და პოეტი და აცხადებს – გამსახურდიამ მოუკლა რეზო ინანიშვილი საქართველოსო...
დარწმუნებული ვარ, არ იცოდა, რომ ყველაფერი პირიქით იყო...
ლეილა ბეროშვილი
„გამოზამთრება“ (ჩანაწერები), 2016
ისეთ ქვეყანაში (სამყაროში) გაგვთენებოდეს, ყველაფერი პირიქით რომ არ იქნება (გააზრებულად აკეთებ ამას, თუ გაუაზრებლად)."
წერს მართა კასრაძე
ნანახია: (253)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას