logo.png
George Tiginashvili

 შიშის მონობა არ ესათნოვება ღმერთს

შიში ღვთისმსახურის მიმართ, ვინც ჩვენს ზემოთ დააყენა ღმერთმა

"ადამიანი, რომელიც ღვთის შიშითაა “კეთილიმორწმუნე, მლოცველი და მმარხველი” და ღვთის შიშით არ აშავებს, არის მონა – შიშის და არა ღმერთის, და არა სიყვარულის. შიშის მონობა არ ესათნოვება ღმერთს. ღვთისმოშიშება სინამდვილეში საერთოდ სხვა ფენომენია, ის არის ღმერთთან ვერყოფნისა და ღმერთის დაკარგვის შიში და არა სასჯელის შიში! მხოლოდ ხიბლში მყოფსა და ხასიათში ფანატიკოსს შეიძლება ღმერთი – სასწორით ხელში მდგომი ბრალმდებელი ეგონოს. ასეთ დროს ადამიანი თავის პირად შურისმაძიებლობას, სხვათა დმორჩილების სურვილს და მათდამი არსებულ ბრაზს პრიმიტიულად იკმაყოფილებს თავის წარმოდგენაში, ნატრობს და თავსაც კი აჯერებს რომ ღმერთი ყველას “საკადრისად” დასჯის, რადგან უბრალოდ მისი ლოგიკა ასეთია.

ერიდეთ ისეთ ხიბლში მყოფ ადამიანებსა და ფსევდო სასულიერო პირებს, ვინც სულ “ღვთის რისხვაზე” აპელირებენ და ადამიანს თავისუფალი არჩევანით კი არ სთავაზობენ ღმერთს, არამედ ერთგვარი ვალდებულებით და გარიგებით, რომ რუსულ პრავასლავნიზმში შემოჭრილ ყველა სისულელეს უსიტყვოდ უნდა იღებდეთ, “თორემ წარწყმდებით”!.."

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

 

ნანახია: (80)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას