logo.png

„შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი“

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

(ფოტოზე: ლაბსყალდის ოთხთავის მოჭედილი ყდა, მე-12 - მე-13 სს. - სვანეთის მუზეუმი)

"წმიდა წერილი ამბობს: „შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი“ (მათ. 22,39). ნუ იტყვი: ეს სათნოება დიდია და არ ძალმიძს მისი მოხვეჭა. როგორ შემიძლია შევიყვარო მოყვასი საკუთარი თავივით? მის გაჭირვებებზე როგორ ვიზრუნო ისე, როგორც საკუთარზე, მით უმეტეს მის გულში დაფარულზე, რომელიც არავინ უწყის? ნუ გაგიტაცებს ამგვარი ფიქრები, არამედ ღმრთის სასოებით შეუდექი ამ სათნოების აღსრულებას, უჩვენე უფალს სურვილი და მცდელობა და ღმრთის შეწევნას მიიღებ, რომელიც დაგეხმარება სათნოების აღსრულებაში. წარმოიდგინე ორი კიბე: ერთს ზეცაში აყავხარ, ხოლო მეორეს ჯოჯოხეთში ჩაყავხარ, შენ კი ამ კიბეებს შორის მიწაზე დგახარ. ნუ იტყვი: როგორ ავფრინდები მიწიდან და მივწვდები იმ კიბის თავს? ეს შეუძლებელია და ღმერთი ამას არც ითხოვს შენგან. შენ მხოლოდ თავი დაიცავი, რომ ქვემოთ არ ჩახვიდე. მოყვასს ბოროტებას ნუ გაუკეთებ, ცუდს ნურაფერს ეტყვი, ცილს ნუ დასწამებ, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებ. ამგვარად, ნელ-ნელა მას სიკეთესაც გაუკეთებ – სიტყვით ანუგეშებ, თანაუგძნობ, შეეწევი იმით, რასაც საჭიროებს. ასე ახვალ ერთი საფეხურიდან მეორეზე და ღმრთის შეწევნით კიბის თავსაც მიაღწევ. მოყვასის შეწევნაში თანდათანობით იქამდეც მიხვალ, რომ სიკეთესა და წარმატებას მისთვის ისევე მოინდომებ, როგორც საკუთარი თავისთვის. სწორედ ეს არის „შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი."

 ღირსი აბბა დოროთე

 

ნანახია: (234)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას