logo.png

პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

(ფოტოზე: წმიდა ზიარება - ფრესკა ახტალის ქართულ მონასტერში, ამჟამინდელი სომხეთის ტერიტორია)
 

,,პური არსობისა” სულიერ და ხორციელ საზრდოს ნიშნავს. წმიდა კვიპრიანე განმარტავს: ,,ჩვენს პურს ვუწოდებთ ქრისტეს, რადგან ვღებულაბთ და ვჭამთ მის ხორცს, როგორც ამას თავად ამბობს: ,,მე ვარ პური ცოცხალი, ზეციდან გარდამოსული; ვინც ჭამს ამ პურს, იცოცხლებს უკუნისამდე” და გვაფრთხილებს სიტყვებით: ,,თუ არ ჭამთ ხორცს ძისა კაცისასა და არ შევსვამთ მის სისხლს, არ გექნებათ ცხოვრება თქვენში.” ამასთან ერთად, ჩვენ ვითხოვთ ხორციელ საზრდელს, ყოველდღიურ საკვებს”. „როცა ვლოცულობთ საარსებო პურზე, გამოვითხოვთ სხვა დანარჩენსაც, რაც კი ესაჭიროება ჩვენს სხეულს დედამიწაზე. ჩვენთვის აუცილებელია: საზრდელი და სასმელი, ჩასაცმელი და საცხოვრისი. ღვთის სიტყვა, რომელიც თქვენ ყოველდღიურად გეუწყებათ, არის პური არსობისა.კაცი გონებას იგი ისევე შია, როგორც ჩვეულებრივ პურს დახარბებული ადამიანის სტომაქი. არსობის პურში იგულისხმება ყველაფერი - სულისა და სხეულისთვის აუცილებელი,” - განმარტავს ნეტარი ავგუსტინე.

,, პური ჩვენი არსობისა” არის ყოველივე ის, ურომლისოდაც თავს ვერ გავიტანთ, ვიდრე ხორცში ვართ. ღვთის წმიდა სიტყვა, უფლისმიერი მადლი, ეკლესიის საიდუმლოებით რომ მოგვეცემა, უფრო კი ,,პური ცოცხალი”, ზეციური პური, ყოვლადწმიდა ხორცი და სისხლი მაცხოვრისა, აი, ის არსობის პური, ურომლისოდაც ჩვენი სული შიმშილით კვდება!

მამაო ჩვენო, მოგვეცი ყოველივე ეს, მოგვეცი ძალა, თუნდაც ოფლით, მაგრამ მაინც საკუთარი ძალით მოვიპოვოთ პური მართალი შრომით! მოგვეცი ეს დღევანდელი დღისათვის.

წმიდა მღვდელმთავარ გაბრიელის მიხედვით მოამზადა დეკანოზმაზურაბ მჭედლიშვილმა

 

ნანახია: (262)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას