"აღმოსავლეთის ასურული (ასირიული) ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი მარ შიმუნ (ქართულად იგივე: მეუფე სიმონი) XXIII (ან XXI) ეშაი (ანუ ესაია) გადადგა პატრიარქობიდან 1972 წელს და დაქორწინდა, ამის გამო მისი მცველი ასირიელი კლავს 1975 წელს.
1933 წლიდან ცხოვრობდა გადასახლებაში, კვიპროსში, შემდგომ კი, 1940 წლიდან - ამერიკაში. სადაც კვდება და დაკრძალეს.
მარ შიმუნ XXIII კათოლიკოს-პატრიარქად აკურთხეს ბიძის, კათოლიკოს-პატრიარქ მარ შიმუნ XX -ის ნაადრევი გარდაცვალების გამო 1920 წელს, 12 წლის ასაკში! თუმცა სწავლას განაგრძობდა კათოლიკოს-პატრიარქად კურთხევის შემდგომ და დიდ სწავლულად, საეკლესიო მწერლად და რეფორმატორად იქცა.
ბიძამისები: კათოლიკოს-პატრიარქები მარ შიმუნ XIX ბენიამინი (150 მხლებელთან ერთად მუხანათურად მოკლული მუსლიმი ტერორისტის მიერ) და მარ შიმუნ XX პაულოს (რომელიც ასურელთა ისლამისტური გენოციდის დროს დევნილი 60 000 მრევლთან ერთად, რომელთაგანაც 15000 გზაში კვდება, ხოლო თავად მძიმედ დაავადდა და მალე კვდება 35 წლისა), და კიდევ მესამე ბიძაც (საერო პირი, ამ
პატრიარქების ძმა) ასურელთა (და ზოგადად ქრისტიანთა) გენოციდს შეეწირნენ 1910-იან წლებში ოსმალთა იმპერიაში.
მისი გარდაცვალებით შიმუნების დინასტიის 525 წლიანი მემკვიდრეობითი კათოლიკოს-პატრიარქობა დასრულდა ასურულ აღმოსავლეთის უძველეს ეკლესიაში. ეს ეკლესია იგივე სპარსეთის (ანდა სელევკია-კტესიფონის) საკათოლიკოსოა, რომელიც მე-5 საუკუნიდან ავტოკეფალურია და ნესტორიანულ ქრისტოლოგიური თეოლოგიას მიჰყვება.
საინტერესო და სევდიანი ამბავია…"
წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე
ნანახია: (254)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას