logo.png
Gelasi Aroshvili

 ე.ი. რა ხდება, ვიღაც თვითმარქვია, ბოროტი კაცუნები საიდანღაც ამოძვრნენ თუ გამოძვრნენ, ჯალათების და მათი სპეც. სამსახურების დავალებით ისტორიულ ტაძრებს დაეპატრონენ, ტიტულატურულ ტახტებზე აბობღდნენ, თავზე ბრილიანტებით მორთული ოქროს ქუდები ჩამოიფხატეს, მოოქროვილი შესამოსლები პირდაპირ კ.გ.ბ.-ს პაგონებიან მუნდირებზე გადაიცვეს, ჭეშმარიტებაზე მონოპოლია მიითვისეს და ათასგვარ სისულელეს, სიბრიყვეს, სისასტიკეს, სიბოროტეს ქადაგებენ. შემდეგ საკუთარი უბირი, თავხედი, თახსირი და თვალთმაქცი გვამები უცდომელ ზეარსებებად გამოაცხადეს, ათასობით ადამიანი დააჰიპნოზეს, მორჩილ ზომბებად აქციეს, საცოდავი ქვეყნის ბიუჯეტს წურბელებივით დაასხდნენ, და ამ ტრაგიკულ გაუგებრობას და სიმახინჯეს, სრულიად ურცხვად ქრისტეს ეკლესიას უწოდებენ. მაგრამ რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ქრისტესთან და მის მოძღვრებასთან, ანუ უპოვარებასა და უანგარობასთან, სიყვარულთან და მოწყალებასთან? „ხოლო ძესა კაცისასა ადგილი არა აქვს რათა თავი მიიდრიკოს“ (ლუკა 9,58).

წერს გელასი აროშვილი

ნანახია: (307)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას