მკითხველს ვთავაზობთ უკრაინულ https://gordonua.com/-ს საიტზე არსებულ იური ბუტუსოვის კორესპონდენციას:
რუსი და უკრაინელი მილიონერების ლხინი საფრანგეთში და
უკრაინელებისთვის ჩამოტანილი კორონავირუსი კიევში!
2020 წლის 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესასწაულზე, რუსეთისა და უკრაინის ძალიან შეძლებული და სახელმწიფოებრივადაც დაწინაურებული ადამიანებისა დიდმა ჯგუფმა - მულტიმილიონერებმა და მილიარდერებმა ამ დღის აღნიშვნა გადაწყვიტეს სახელგანთქმულ ფრანგულ ზამთრის კურორტ კურშევალში, რომელიც აგრერიგად დაფასებულია მსოფლიო ბომონდისაგან.
ნუ დაგვავიწყდება, რომ, როდესაც უკრაინა იმყოფება რუსეთთან სერიოზულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონფრონტაციაში, როდესაც რუსეთს ანექსირებული აქვს უკრაინის ორი რეგიონი, ამ დროს უკრაინის ელიტარული წრე საერთო „ფართს“ მართავს რუსულ ელიტარულ წრესთან და ეს უკვე არის უზნეობა!
და განვაგრძოთ იმით, რომ მიუხედავად იმისა - ამ დროისათვის მეზობელ იტალიაში უკვე დავირუსებული იყო 7000 კაცი და 366 - გარდაცვლილი, ამან არ შეაშფოთა ეს ყოვლისშემძლე ბატონკაცები - რა ისეთი ძალის შეიძლება ყოფილიყო სნება, რომ რამე დაეკლო ადამიანებისთავის, რომლებიც წესრიგს კი არ ემორჩილებიან, თვითონ ქმნიან წესრიგს!
რუსეთის მხრიდან ამ დიდ გასართობ თავყრილობას ესწრებოდნენ: 10 მილიარდის მფლობელი ოლიგარქი მიხეილ პროხოროვი და სხვა ფულის ტომრები: დიმიტრი მაზეპინი, შალვა და ალექსანდრე ჩიგირინსკები, ზიად მანასირი და ა.შ.
უკრაინის მხრიდან: მილიარდერი ვალერი ხოროშკოვსკი, პრეზიდენტ ზელენსკის ძმაკაცი მულტიმილიონერი ვიტალი ხომუტინიკი, ვლადიმერ სკორობოგაჩი, ვიქტორია ჯართი, სახალხო დეპუტატი სერგეი შახოვი, ანდრეი ბოგდანი და სხვ.
და მოხდა ისე, რომ 16-მა უკრაინელმა უმდიდრესმა ადამიანმა შემოიტანა უკრაინაში კორონავირუსი - ქარაფშუტული დროსტარება უცხოეთში საკუთარ ხალხს დაუჯინეს კორონავირუსის ინფექციად!
მაგრამ ეს კიდევ არ არის მათი სრული ცოდვა - უბედურება ის გახლავთ, რომ თავიდან მათ სცადეს ავადმყოფობის დამალვა, რათა არ მიეპყროთ თავისკენ ყურადღება. ავადმყოფური სიმპტომების არსებობის პირობებშიც კი ისინი დადიოდნენ სამსახურში, ურთიერთობდნენ ბიზნესმენებთან, პოლიტიკოსებთან, მთავრობის წევრებთან და დეპუტატებთან და, ბუნებრივია, კურშეველის შთაბეჭდილებებთან ერთად უზიარებდნენ მათ კორონავირუსს.
ხოლო, როდესაც მიაკითხეს კლინიკებს - უკვე ძალიან დაგვიანებული აღმოჩნდა -სულ მალე გერმანიის კლინიკა Charité -დან მოვიდა დასკვნა: როგორც რუსი, ისე უკრაინელი რესპექტაბელურ-ვარსკვლავური პაციენტები ვირუსის მატარებლები აღმოჩნდნენ. ხოლო ამ დროისათვის ისინი უკვე კონტაქტირებულნი იყვნენ ასეულობით ადამიანთან!
მარტო ერთ დეპუტატ სერგეი შახოვს კონტაქტი ჰქონდა სულ მცირე 70 დეპუტატთან, რომელთაგან 4 უკვე ინფიცირებულია, ხოლო დანარჩენი იმყოფება იზოლაციაში.
ყველა დაავადებული ახლა წევს კიევის ალექსანდრესეულ ცენტრალურ საავადმყოფოში გართულებებით - მოგეხსენებათ, ისინი თავს არ უტყდებოდნენ ვირუსმატარებლობაში და გვიან მიაკითხეს კლინიკას.
მიუხედავად იმისა, რომ არცერთი მათგანი არ არის 60 წლამდე ასაკის, ყველა მათგანს აქვს ორმხრივი ფილტვების ანთება და სიცხეები 40 გრადუსამდე.
მაგრამ ფიზიკური სნეულების ტვირთის გარდა, მათ ახლა აწევთ დიდი მორალური ტვირთიც უკრაინაში ვირუსის შემოტანისათვის და ისღა რჩება საკითხავი, როგორ დაძლევენ ისინი ამ პასუხისმგებლობას!
სურათებზე: კურორტი კურშევალი და კიევის ალექსანდრესეული კლინიკა
ნანახია: (1429)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას