პირველი ბერძნები საქართველოში
ბერძნების მცირე ჯგუფი საქართველოში XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოსახლდა, როდესაც მეფე ერეკლე II-ს ინიციატივით ჩვენში დაიწყო ვერცხლის და ტყვიის მოპოვება; მაშინ მოიწვიეს ანატოლიიდან ამ საქმის მცოდნე ბერძენი ოსტატები.
არსებული ცნობებით, გიუმიუშხანიდან მოსული ბერძნების 800-მდე ოჯახი ჩასახლებულა 1763 წელს ახტალის მიდამოებში. მათი შთამომავლები არიან მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფრეთში მცხოვრები ბერძნები. უფრო მოგვიანებით, 1813 წელს თურქეთიდან მოსული ბერძნების 120 ოჯახი დასახლდა ქართველების ყოფილ სოფელ წინწყაროში. 1830 წელს თრიალეთში დასახლდა კვლავ თურქეთიდან მოსული 7 ათასამდე ბერძენი, რომლებმაც ქართველების ყოფილ ნასახლარზე 18 სოფელი შექმნეს.
XIX საუკუნის შუა წლებში ბერძნები ჩამოსახლდნენ ზღვისპირა აჭარაში, აგრეთვე სოფელ ირაგაში (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) და ციხისჯვარში (ბორჯომის მუნიციპალიტეტი). გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ბერძნები მასიურად ჩასახლდნენ აფხაზეთში.
1989 წელს ბერძნების საერთო რაოდენობა საქართველოში დაახლოებით 100 ათასს შეადგენდა.
ბოლო 2002 წლის აღწერის მონაცემებით საქართველოში ცხოვრობდა 15 166 ბერძენი, მათ შორის ქვემო ქართლში – 7415, თბილისში – 3792, აჭარაში – 2168
ნანახია: (278)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას