დღევანდელი წმინდანი, რომელიც პირდაპირ სახელდებს ''სერგიანელობას'', ანუ ღვთისმბრძოლ სახელმწიფოსთან კოლაბორაციას, როგორც სარწმუნოების ღალატს ანუ მწვალებლობას
"რელიგია არ არის სახელმწიფოსაგან წარმოშობილი და დაწესებული. მას აქვს თავისი დამოუკიდებელი საფუძველი არსებობისა, სახელმწიფო და ეკლესია ამის გამო ორი სხვადასხვა დაწესებულებაა, მათ აქვთ სხვადასხვა სფერო მოქმედებისა. თავისი დანიშნულების ასრულებაში ორივე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელია. სახარების დევიზია: “კეისრისა კეისარსა და ღვთისა ღმერთსა.” სახელმწიფო ეკლესიურ შინაურ ცხოვრებაში არ ერევა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ერთმანეთისაგან გამოყოფილია. დაე, გამოყოფილ ეკლესიას წაართვან ყველა უფლებები იურიდიული პიროვნებისა, მას მაინც დარჩება ერთი სფერო თავისუფალი მოქმედებისა, ერთი კუთხე, თავისი წმიდათა წმიდა, რომელშიაც სახელმწიფო არ უნდა შეიჭრას. ეს არის მისი შინაური რელიგიური ცხოვრება, რომელიც ექვემდებარება ღვთისაგან დაწესებულ ნორმებს. ვინც ეკლესიის მსახურთაგანი ამას გადაუხვევს, ის მოღალატეა სარწმუნოებისა."
კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია
წერს გელასი აროშვილი
ნანახია: (334)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას