logo.png

ათონის მთის მოწოდება მართლმადიდებელი ქრისტიანებისადმი

 

ბერძნული orthodoxianewsagency.gr-ის ინფორმაციით, 27 მარტს ათონის წმიდა მთის ყველა მონასტერსა და სკიტში დაიწყება ღამისთევის ლოცვა, რომლის დროსაც საგანგებო ლოცვები იქნება აღვლენილი ღვთისმშობლისადმი და წმიდა მოწამის - ეპიდემიების დროს დიდი მეოხის - ხარლამპის მიმართ, კორონავირუსისაგან მსოფლიოს დახსნის ვედრებით. ბერები მოუწოდებენ  მართლმადიდებელ ქრისტიანებს, შეუერთდნენ მათ ლოცვას, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი!

ათონელი მამები ასე გამოხატავენ თავიანთ სიყვარულს  განსაცდელში ჩავარდნილი კაცობრიობისადმი და შესთხოვენ დედას ღვთისას, გადააფაროს თავისი ომოფორი.

ამას გარდა, თითოეულ სავანეში ჩატარდება ლოცვები სასწაულთმოქმედი ხატებისა და წმიდანთა ნაწილების წინაშე.

წმიდა კინოტი  ყველას მოუწოდებს ლოცვების გაძლიერებისა და სინანულისკენ, რაც აგრერიგად მნიშვნელოვანია დიდი მარხვის პერიოდში!

 

ნანახია: (1102)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას