logo.png

ხატი ღმრთისმშობლისა „ცხოველსმყოფელი წყარო“

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

(ფოტოზე: ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი "ცხოველსმყოფელი წყარო")

ხსენება- ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევს

აღდგომის პირველი კვირის პარასკევს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის განახლების დღესასწაული აღინიშნება. მას ცხოველსმყოფელი წყარო ეწოდება და ლეონ I-ის მიერ V ს-შია არის დაარსებული. აქ ღვთისმშობლის სახელზე გაშენებული იყო ჭადრების ხეივანი და საუცხოო წყარო ამოდიოდა. ამ წყაროსთან მრავალგვარი სნეულებით შეპყრობილი ადამიანები განიკურნებოდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ადგილი გადაუბურდა.

ერთხელ აქ მხედარმა ლეონ მარკელაოსმა მოინდომა წყალი ეპოვა დამაშვრალი ბრმა მწირისთვის, რომელიც ამ მიდამოებში შეხვდა გზად. მას წყლის ძებნაში სასწაულებრივად ესმა ხმა, რომელმაც მიასწავლა წყარო. მითითების მიხედვით ლეონმა წყალი ბრმას თვალებზე სცხო, მოხუცს მხედველობა დაუბრუნდა. ეს ამბავი 450 წლის 4 აპრილს მოხდა. სწორედ იმ დროს დაიწერა ეს ხატიც.

როდესაც ლეონი იმპერატორი გახდა, ეს ადგილი აღადგინა და მას „ცხოველსმყოფელი წყარო“ უწოდა. ბალაკლია ანუ ცხოველსმყოფელი წყარო კონსტანტინეპოლიდან დასავლეთით ათი ვერსის დაშორებით მდებარეობს. ბერძნულ ტაძრებს შორის ის ბრწყინვალებითა და სილამაზით გამოირჩევა. XV ს-ში ნიკიფორე კალისტისმა ცხოველსმყოფელი წყაროს ეკლესიის განახლების დღესასწაულისთვის საღვთისმსახურო წესი შეადგინა.

„ცხოველსმყოფელი წყაროს“ ხატის ერთ-ერთი ასლი, საროვოს უდაბნოში განდიდდა. მის წინაშე ლოცულობდა წმიდა სერაფიმე საროველი.

წყარო: http://www.orthodoxy.ge/khatebi/tskaro.htm

 

ნანახია: (320)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას