logo.png

„აფხაზთმოძულე“ ანდრეი კურაევი კორონავირუსის შესახებ

 

რუსეთში დიაკვან ანდრეი კურაევს  - ღვთისმეტყველსა და მწერალს, პუბლიცისტს, პროფესორს - მართლისმთქმელის სახელი აქვს. მისი პირმოუფერებელი მხილებანი საჯარო  სივრცეში დიდ გამოხმაურებას პოულობენ. შემთხვევითი არ გახლავთ ის გარემოება, რომ ისიც, ჩვენი მეუფე პეტრეს მსგავსად, განტევებულია ოფიციალური რუსული საპატრიარქოდან და ისიც - ეკლესიაში არსებული სოდომიტური ცოდვების სააშკარაოზე გამოტანის გამო!

რაც შეეხება მის „აფხაზთმოძულეობას“, ეს ტერმინი მას აფხაზებმა მოუგონეს, რადგან, აფხაზეთში გარკვეული დროით ცხოვრებისა და იქაური ვითარების გაცნობის შემდეგ, კურაევმა დაადგინა დღევანდელ იქ მცხოვრებთა არაავტოქტონურობა.

ამიტომ, ვიდრე ანდრეი კურაევის სადღეისო შეხედულებებზე გადავიდოდეთ, კორონავირუსთან დაკავშირებით, გავიხსენოთ მისი შეხედულება აფხაზებზე, რამაც ასე გააგულისა ისინი.

 

აი, ანდრეი კურაევის დასკვნა:

სერიოზული საკითხია, თუ რა მიმართება აქვთ აფხაზეთთან იმ ადამიანებს, რომელთაც ჩვენ დღეს ვეძახით აფხაზებს. აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებობს გამაოგნებელი ქრისტიანული ტაძრები. არსებობდა უძველესი აფხაზური სამეფო. იყო აფხაზური ეკლესია. ეს სიმართლეა. საკითხი მხოლოდ ის გახლავთ: რა დამოკიდებულება აქვთ ყველაფერ ამასთან იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს იქ ცხოვრობენ? პარადოქსი მდგომარეობას იმაში, რომ თავის თავს ისინი უწოდებენაფსუას”, თავის ქვეყანას უწოდებენაფსნისდა არააფხაზეთს”; ხოლოაფხაზეთიქართული სიტყვაა. ანუ, ისინი, ვინც ოდესღაც იწოდებოდნენ აფხაზებად, წარმოადგენდნენ ქართულ ეთნოსს, როგორც მაგალითად მეგრელები და სხვანი. ქართველი მეცნიერებიც მიიჩნევენ, რომ, აუთენტური აფხაზები  იყვნენ მართლმადიდებლები - ერთიანნი ქართველ ხალხთან ეკლესიურად და ასე შემდეგ... ისინი ამოწყვიტეს და განდევნეს  ზღვისპირიდან თურქებმა XVI-XVII საუკუნეებშიისინი  გაქრნენ ან გაიხიზნენ საქართველოს ღრმა მთიანეთში, აღმოსავლეთშიხოლო დაცარიელებულ სანაპირო მიწებზე თურქებმა მთებიდან ჩამოასახლეს  ჩერქეზები და უთხრეს - იცხოვრეთ ამიერიდან აქ. გამოდის, რომ აფხაზეთის დღევანდელი მოსახლეობა სულ ახალი ჩამოსახლებულია. მაგრამ მათ სიამოვნებთ იმ უძველესი ტაძრების მშენებლებად იგრძნონ თავი, ისევე, როგორც ვალახები ნეტარებენ იმით, რომ თავს ძველი რომაელების მემკვიდრეებად მიიჩნევენ და თავს რუმინელებს უწოდებენ”.

 

კურაევის ამ დასკვნის შემდეგ, იმედია ჩვენი მკითხველი უფრო მეტი ნდობით მოეკიდება მის გულითად რჩევას მრევლისადმი, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:

„შინაური კარანტინი უნდა აღვიქვათ, როგორც ახლობლებისათვის გაღებული მსხვერპლი!

დღევანდელი პანდემიის პირობებში საეკლესიო რიტორიკის ამოცანაა, მორწმუნეთა ცნობიერებაში მოვახდინით აქსიოლოგიური რევოლუცია. აქსიოლოგია - ეს არის სწავლება ფასეულობათა შესახებ, მათი იერარქიის შესახებ: „- აი, ეს არის სიკეთე, ხოლო ეს - უფრო დიდი სიკეთეა!“ საუკუნეობით  არის გამჯდარი გონებაში, რომ ეკლესიაში ნათქვამი ერთი „უფალო შემიწყალე“, ათასჯერ უფრო ფასეულია სახლში ნათქვამზე. მაგრამ, ახლა მთავარია, გავიხსენოთ, რომ ადამიანია ჩვენი ყველაზე დიდი სიწმინდე!..

დროებით უნდა მოვახდინოთ კვირაობით ტაძარში სტუმრობის ფასეულობის გადაფასება, სახლში დარჩენის ფასად. და ეს უნდა იყოს აღქმული, როგორც მსხვერპლი, გაღებული სხვათა მიმართ! ხომ არსებობს 1-2% იმ ადამიანთა, ვისთვისაც განსაკუთრებულად სახიფათოა ეს ინფექცია - ესენი არიან  მხცოვანი ადამიანები და არამარტო საერონი: როდესაც ვაბარებთ აღსარებას ჭაღარათმიან მამაოს, ჭკვიანი და კეთილი თვალებით მზირალს, ნუ დაგვავიწყდება, რომ მას შეგვიძლია გავუზიაროთ არათუ ოდენ ჩვენი საცდურების საიდუმლო, არამედ ინფექციაც!“

დაბოლოს - ანდრეი კურაევის წერილი, მიძღვნილი  კოლეგებისადმი. მას ავტორმა ნახევრად ხუმრობით  უწოდა „დახურული პროფკავშირული კრება - სასულიერო პირთათვის!“. მაგრამ, რაკი ის გამოქვეყნდა ავტორის LiveJournal-ში, ჩვენც შეგვიძლია „დახურული პროფკავშირული კრების“ მასალები გამოვამზეუროთ ფართო მკითხველის წინაშე:

 

1.მამებო, რომელი თქვენგანი არ ყოფილა საუბრის  მონაწილე ან თუნდაც მოწმე - „სოფრინოს“  წარმოების ბარძიმების უხარისხობის შესახებ? ვინ არ იცის,  რომ მათ მიერ მოწოდებულ ბარძიმებს ადვილად სძვრება მოოქროვილი შიდა ზედაპირი და ეპარება ჟანგი? ამ დროს კი ეს მოოქროვილი ჭურჭელი კონტაქტშია  ევქარისტიულ ღვინოსთან - ამიტომაც საზიარებელი კოვზი უნებურად ფხეკს შიდა ზედაპირს, როდესაც ის ბარძიმის კედელს ეხება და ეს ხდება მრევლის ზიარების დროს - ანუ, რაღაც დიდი სიწმინდე ილახება ლიტურგიის დროს.

2. მამებო, რომელ თქვენგანს არ სმენია საჩივარი სასულიეროთაგან  თავის წინამძღვარზე - იმ ევქარისტიული ღვინის თაობაზე, რომელსაც ის ტოვებს ხოლმე მსახურებებზე, რომელსაც თავად არ ესწრება? ვის არ სმენია სწორედ მსგავსი საქციელიდან  მომდინარე ჩივილები, გასტრიტისა და წყლულის გამიზეზების გამო?

3. მამებო, რომელ თქვენგანს არ მიუღია თხოვნა თანამწირველისაგან: „იხმიე ჩემს ნაცვლად, მე ხომ დიაბეტი მაქვს“. მსგავსი თხოვნა ხომ არაერთგზის გსმენიათ მღვდელმსახურთაგან, მით უფრო, თუ უხდებათ მსახურების შემდეგ საჭესთან ჯდომა.

აქედან დასკვნა: ჩვენ შეიძლება დავსნებოვნდეთ მსახურებისას და დავასნებოვნოთ სხვები.

ხოლო დღეს, როდესაც დგება მოთხოვნა - მღვდლებმა სახლებში იარონ საზიარებლად:

ა) იქნებ გვექნეს იმის საშუალება,  რომ ასაკოვანი მღვდელმსახურნი ავარიდოთ ამ საიდუმლოს შესრულებას? იტალიური გამოცდილება გვკარნახობს ხანდაზმულ კულტის მსახურთა დიდ დანაკარგებზე.

ბ) უტარდებათ თუ არა სათანადო ინსტრუქტაჟი მღვდელმსახურებს ავადმყოფებთან კონტაქტის პირობებთან დაკავშირებით?

გ) უხსნის თუ არა საპატრიარქო სასულიეროებს, რატომ უნდა იყვნენ ისინი საგანგებო აღჭურვილობაში  და საეროებს - რატომ არ უნდა გაუკვირდეთ მღვდლის პირისახეზე აფარებული ნიღაბი?

დ) რა სახსრებით სთავაზობენ მღვდელმსახურთ ერთჯერადი სამოსის შეძენას - ეს მისი პრობლემაა თუ ეპარქიები გამოუყოფენ?

ე) ბევრ ქვეყანაში კარანტინის დროს უქმდება გადასახადები და იპოთეკური კრედიტები და  არის კი მზად საპატრიარქო, უარი თქვას ფულის აკრეფაზე ეკლესიებიდან, როდესაც გაუკაცურებულ ქალაქებში და ქუჩებში ამ კრიტიკულ დღეებში ეკლესიები გამათხოვრდებიან?“

იმედია, მკითხველი არ დატოვებს უყურადღებოდ დიაკვან ანდრეი კურაევის მოსაზრებებს და, თუ გამოხმაურებაც გვექნება, მომავალშიც მოგაწვდით მის უაღრესად საგულისხმო წერილებს!

 

ნანახია: (1399)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას