logo.png

 საქართველო ევროპის ჩემპიონატზეა

შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ბრბო გამოსახულება

შეიძლება იყოს crowd გამოსახულება

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა - ისტორიული მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

საქართველომ საბერძნეთი ანგარიშით 4:2 დაამარცხა - საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. 

საქართველოს ეროვნული ნაკრები ახლა უკვე გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

მეორე დამატებულ წუთზე ხვიჩა კვარაცხელია დაშავდა და მოედანი დატოვა, მაგრამ გუნდის განწყობა ისევ საბრძოლო იყო. გიორგი წიტაიშვილმა დრიბლინგით სცადა დაცვის გარღვევა და საჯარიმოში შევარდნილმა კარში დაარტყა, მაგრამ მცველი გადაეღობა და ხიფათი განმუხტა. ბოლო წუთზე კი გიორგი მიქაუტაძემ სცადა გატანა, ისევ ააცილა და პენალტების სერია დაინიშნა.

გიორგი მამარდაშვილმა ერთი მოიგერია, ერთიც ბერძნებმა ააცილეს და საქართველოს ნაკრებმა ისტორია დაწერა.

ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვება - თბილისის ქუჩებში მოსახლეობა უდიდეს გამარჯვებას აღნიშნავს.

დინამო არენა გულშემატკივრებით გადავსებულია. სავსეა დინამო არენას მიმდიბარე ტერიტორია. 

გულშემატკივრები თბილისის ქუჩებში ავტომობილების კოლონა დაიძრა საქართველოს დროშებით.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა - ისტორიული მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა.

"სიხარულისგან აღარ ვარ. კიდევ მეტი გამარჯვებები, წარმატებები! დიდება საქართველოს!" - ასეთია საქართველოს ისტორიული გამარჯვების შემდეგ გულშემატკივრების რეაქციები.

ნანახია: (275)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას