logo.png

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატები

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მრავალი ხატი არსებობს ქრისტიანულ ხატწერაში. ჩვენც დედა ღვთისმშობლის ხატების წინაშე განსაკუთრებულ პატივისცემასა და მოკრძალებას ვიჩენთ. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ერთადერთია ადამიანთა შორის, რომელიც თვით უფლის გვერდით დგას და იესო ქრისტესთან ერთად ადამიანთა ბედის გამგებელი შეიქმნა.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პირველი გამოსახულების შექმნა იესო ქრისტეს მოციქულის წმიდა ლუკა მახარებლის სახელს უკავშირდება, რომელმაც ოთხი ხატი დაწერა:

ერთი წარმოადგენდა „ე ლ ე უ ს ა ს“, ანუ მოალერსე ღვთისმშობელს. ამ ხატში ყრმა იესო დედას ლოყით ეხება.

მეორე - „ო დ ი გ ი ტ რ ი ა“, ანუ გზის მაჩვენებელი, სადაც დედა ღვთისმშობელს მარცხენა ხელზე უზის ყრმა იესო.

მესამე - „დ ე ი ს უ ს ი“, ანუ ვედრების ტიპის ღვთისმშობელი. ამ ხატზე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მაცხოვრის გარეშეა გამოსახული. მას ორივე ხელი გაწვდილი აქვს და მაცხოვარს ადამიანთა შენდობას სთხოვს.

მეოთხე - „გ ლ ი კ ო ფ ი ლ უ ს ა“, ანუ მოწყალე ღვთისმშობელი, სადაც ყრმა იესოს ღვთისმშობლის კისერზე აქვს ხელები შემოხვეული.

საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი

ნანახია: (406)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას