logo.png

Gelasi Aroshvili

წმ.ნიკიფორე აღმსარებელი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი

''...გარდაცვალებამდე წმ. თეოდორე სტუდიელმა რამდენჯერმე ინახულა კვლავ გადასახლებაში მყოფი პატრიარქი ნიკიფორე. მათი ერთ-ერთი შეხვედრის დროს, როდესაც პატრიარქთან მრავალმა ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა და იღუმენმა მოიყარა თავი, წმ. ნიკიფორემ ტრაპეზად დასხდომამდე, წმ. თეოდორე თავის გვერდით ამაღლებულ ადგილზე მიიწვია დასაბრძანებლად, სტუმრებს კი მიმართა: “ნება მიბოძეთ, ძმანო, უპირატეს ადგილზე ჩვენი მრავალჭირნახული მამა დავაბრძანო. - მართალია მას, როგორც ბრძენს, სრულიადაც არ უნდა ეს, მაგრამ ჩემი დიდი სურვილია, მის გვერდით ვიჯდე და მასთან ერთად გავტეხო პური, რადგანაც ვინც მეტად სათნოეყო უფალს, ვინც მეტად შეიყვარა ღმერთი, მას ღმრთისაგანაც მეტი მიეცემა, როგორც თავად გვასწავლის უფალი სახარებაში; როგორი განსხვავებაცაა წმინდანთა ცხოვრებაში, ასეთივე სხვაობაა ღმრთის მიერ მათთვის ბოძებულ პატივსა და გვირგვინებში, და შესაბამისად ყველას დამსახურებისამებრ მიეგება. და თუკი ასეა ღმერთთან, დაე ასე იყოს ჩვენ მდაბალთა შორის”.

''სტუდიელ აღმსარებელთა ცხოვრება''

დღევანდელი წმინდანი, როგორი უნდა იყოს პატრიარქი.

წერს გელასი აროშვილი.

ნანახია: (287)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას