logo.png

Sora ტექსტის ვიდეოდ ქცევას განაგრძობს — ნახეთ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ახალი ვიდეოები

OpenAI-იმ ახალი AI მოდელი Sora დიზაინერებსა თუ რეჟისორებს დაატესტინა — აი, შედეგიც.

 

ChatGPT-ის შემქმნელმა კომპანია OpenAI-იმ გასულ თვეს ახალი მოდელი — Sora წარადგინა. Sora ტექსტიდან ვიდეოს გენერირების პლატფორმაა, მისი დახმარებით მხოლოდ ტექსტური აღწერის მეშვეობითაა შესაძლებელი მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა თუ სარეკლამო ვიდეოების შექმნა. ამ ინსტრუმენტის ფართო გამოყენების შემდეგ კი ვიდეოს წარმოების პროცესი ისეთი აღარასდროს იქნება, როგორიც აქამდე იყო.

OpenAI-იმ ახალ ინსტრუმენტზე წვდომა, დასაწყისისთვის, ვიზუალურ არტისტებს, დიზაინერებს, რეჟისორებსა და კრეატიულ დირექტორებს მისცა. ეს იმისათვის, რომ უკეთ გაეგოთ, თუ როგორ შეიძლება ინტეგრირდეს ინსტრუმენტი კრეატიულ პროცესებში.

როგორც ტესტირების პროცესში ჩართული რეჟისორი, პაულ ტრილო, ამბობს, Sora ახალი, შეუძლებელი იდეების ხორცშესხმისთვის შესანიშნავი ინსტრუმენტია.

"Sora-ს ყველაზე ძლიერი მხარე ისაა, რომ შენ არ გიწევს ძველი იდეების გამეორება, არამედ ხელშესახებს ხდი ახალ და შესასრულებლად შეუძლებელ იდეებს, რომლებსაც სხვაგვარად ვერასდროს ვიხილავდით", — ამბობს პაულ ტრილო.

OpenAI-ის საიტზე ვკითხულობთ, რომ მოდელის გაუმჯობესება ჯერ კიდევ საჭიროა და სწორედ ამაში დაეხმარება კომპანიას სფეროს წარმომადგენლების მხრიდან პირველადი დატესტვით მიღებული შედეგები.

აქვე კი შეგიძლიათ ნახოთ რამდენიმე ახალი ვიდეო, რომელიც Sora-ს ტესტირების პროცესში კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ინსტრუმენტის დახმარებით შექმნეს.

ყველა ვიდეოს სანახავად ეწვიეთ OpenAI-ის ვებგვერდს. 

ნანახია: (268)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას