logo.png

''მრგვლვმოსავლელი ეპისტოლე''

როდესაც კორონავირუსი გაქრება და ყველაფერი ჩვეულებრივ მდგომარეობაში დაბრუნდება, აუცილებელია საქართველოს მართლ. ეკლესიის გაფართოებული კრების მოწვევა და ყველა იმ პრობლემაზე ღიად საუბარი, რაც იყო და რამაც აწმყოში იჩინა თავი.

თუ კრების მოწვევა აქამდე ისედაც აუცილებელი იყო, ახლა ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ერთანობისთვის მოწოდებულ ეკლესიაში ერთდროეულად არსებობს უამრავი დამახინჯებული, არასწორი, ანტისახარებისეული და ანტიკანონიკური ცდომილებები და ამის ფონზე მინავლებული ჯანსაღი აზრები, პოზიციები.

ჩვენ ვხედავთ, რომ წმინდა სინოდის განჩინებები დამატებით განმარტებებს მოითხოვს, რადგან ყველას განსხვავებულად ესმის ისინი, რაც მის აღსრულებას ართულებს. ოფიციალური ეკლესია არ ითვალისწინებს კომპეტენტური ხალხის, თეოლოგების რჩევებს და საკუთარ პოზიციებს სხვადასხვა ჯგუფების ეგზალტირებული მოქმედებების გავლენით ავითარებს.

ასეთ მიდგომა პირველ რიგში თვითონ ეკლესიის იდეას უქმნის საფრთხეს, რომელზეც ყველა თავისებურად რეაგირებს და ამიტომაც ვაწყდებით ძველ თუ ახალ, საეროთა თუ სასულიეროთა საპროტესტო განწყობებს, რომელზეც საქ. საპატრიარქო არცთუ იშვიათად არაადეკვატურად რეაგრირებს და ნაცვლად ასეთი ხალხის მოსმენის და კრიტიკის მიღებისა, ცდილობს დააშინოს და დასაჯოს ისინი.

კორონოვირუსმა წარმოაჩინა ჩვენი ეკლესიის წევრების (გამოხატულად, სასულიერო პირების) საღვთისმეტყველო აზროვნების კრიზისი - დღემდე ვერ გარკვეულან უწმინდესი ზიარების და სხვა საიდუმლოებების დანიშნულებასა და არსში. ისტორიულად, ობიექტური მიზეზებით ნაკარნახევი ცვლილებები ეკლესიის წიაღში მიჩნეულია დოგმატურ საკითხებად და მასში ცვლილებების შეტანის მცდელობები წარმოჩენილია ეკლესიის მტრობად და ურწმუნოებად.

აღრეულია ცნება მონაზვნობისა, სამონასტრო ცხოვრებისა. ეკლესიის ბიუჯეტი არ იმართება მართლზომიერად, არ არის გამჭირვალე და პრიორიტეტებზე დაფუძნებული.
სასულიერო განათლება მონოპოლიზირებული და დამცრობილია, რომელიც ემსახურება ერთი ვიწრო ჯგუფის ინტერესებს. სასულიერო სასწავლებლებიდან განდევნილია ნამდვილი ცოდნისა და რწმენის, საღმრთო თავისუფლებასა და ადამიანის არჩევანზე დამყარებული ამ ჰარმონიული საუნჯის რეალური აღქმა.

შერყვნილია ქრისტეს ეკლესიის მთავრი მახასიათებლი - კრებსითობა ( ადგილობრივი და საყოველთაო გაგებით) და ამის ნაცვლად მიმდინარეობს პიროვნულ კულტზე და ხელოვნურ ავტორიტეტებზე დამყარებული უზურპაცია ადამიანთა გონებისა და აზროვნებისა.

სჯულის კანონი გამოყენებულია, არა ცოდვილთა გამოსასწორებლად, არამედ კრიტიკოსთა და მოწინააღმდეგეთა დასასჯელად და ჩამოსაშორებლად.

ადამიანთა მსახურებად დადგენილნი სასულიერონი
(ყველას არ ეხება) გადაიქცნენ ბატონებად, რაც სულიწმინდის გმობის ტოლფასია და სხვ.

შეგიძლიათ შეავსოთ, თუ საჭიროდ ჩათვლით

#მოიწვიეგაფართოებულიკრება

წერს თეოლოგი ზვიად ცაბაძე

26.03.2020

 

ნანახია: (1427)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას