logo.png

როგორ ამოვიცნოთ სხვისი ემოციური მდგომარეობა

საუბრები სხვა ადამიანთან უმეტესად ემოციურია. იმ შემთხვევაშიც კი, როცა თანამოსაუბრე არაა ცუდად განწყობილი, შეიძლება აზრი გამოხატოს არასათანადო სიტყვებით. რატომ ხდება ესე? საქმე ის არის, რომ შეიძლება თქვენ არასწორად აღიქვით მისი ემოციური მდგომარეობა.

მაგალითად, თანამოსაუბრე გაღიზიანებულია და არ სურს, რომ მას მიუახლოვდნენ, მით უმეტეს დაეკონტაქტონ. ამ დროს, აუცილებელია პარტნიორის მდგომარეობის განსაზღვრა, იმისთვის, რომ სათანადო სიტყვები შეარჩიოთ.  ადამიანის ამოცნობაში დაგეხმარებათ ენეაგრამა  დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ გაიაროთ  ტრენინგ კურსი ენეაგრამაში. 

თქვენ შეიძლება კარგად ერკვევით საკუთარ ემოციებში, მაგრამ არ გესმოდეთ სხვების. ამას მივყავართ კონფლიქტამდე, რადგან თქვენ გადაგაქვთ თქვენი მდგომარეობა თანამოსაუბრეზე და გგონიათ, რომ ისიც თქვენნაირ განწყობაზეა. აი, რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი, სხვისი სწორად გაგება.

ემოციური მდგომარების განმსაზღვრელი სოციალური სიგნალების ამოცნობა

1-ლი ნაბიჯი: მიაქციეთ ყურადღება სახეს.
სახე, სხეულის ის ნაწილია, რომელიც უმეტესად პირველი ამჟღავნებს ემოციას. სევდიანია ადამიანი თუ მარტოსული ამის გაგებას შეძლებთ თუ ყურადღებით დააკვირდებით მის სახეს.

მე-2 ნაბიჯი: დარდის, მოწყენის, ბრაზის და გაღიზიანების ნიშნები შეისწავლეთ.

ეს ემოციები შედარებით მნიშვნელოვანია, რადგან არასათანადო მიდგომამ, არასწორად ნათქვამმა ფრაზამ შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს. რთულია ბედნიერი და მოტივირებული ადამიანთან კამათი, რასაც ვერ ვიტყვით მოწყენილ და გაღიზიანებულ ადამიანთან დაკავშირებით.

არსებობს დარდის თავისებური გამოხატულება. წარბის შიდა ნაწილები ცოტა აწეული და ერთმანეთთან მიახლოებულია, ზედა ქუთუთოები იწევს ზემოთ, ტუჩის კუთხეები ჩამოწეულია ან აკანკალებული.

თანაგრძნობის გამოჩენა

 რჩევა: ისწავლეთ ყურადღებით მოსმენა. შეიძლება ბევრჯერ მოგისმენიათ ეს რჩევა, მაგრამ არ იყენებთ მას. შეეცადეთ დაასვენოთ თქვენი ფიქრები და ყურადღებით მოუსმინოთ თანამოსაუბრეს.

1-ლი ნაბიჯი: გაარკვიეთ, რომ სწორად გესმით რაზე საუბრობს ადამიანი

ადამიანის სიზარმაცე უსაზღვროა. ჩვენ გვირჩევნია დავარწმუნოთ საკუთარი თავი იმაში, რომ გვესმის რაზე საუბროს ადამიანი, ვიდრე დავუსვათ მას დამაზუსტებელი კითხვები.

დაუსვით კითხვები და გაიმეორეთ მისი პასუხი თქვენი სიტყვებით. ნუ იფიქრებთ, რომ ეს აყოვნებს საუბარს. პირიქით, თქვენ იმაზე მეტს მიიღებთ ვიდრე ელოდით, როცა გესმით რას გულისხმობს თანამოსაუბრე.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, როცა საუბარი ეხება ემოციებზე.  ამ დროს დააკვირდით თანამოსაუბრის მიმიკას, ჟესტებს და სხეულის ენას.

მე-2 ნაბიჯი: მოუსმინეთ განკითხვის გარეშე.

ჩვენ გონებაში სულ ტრიალებს ხმა, რომელიც რთული გასაჩერებელია. მაგრამ ეს შესაძლებელია. არ უნდა მივცეთ ამ ხმას სიტყვის უფლება თანამოსაუბრის მონოლოგის დროს. ამასთანავე, აუკრძალეთ მას განსჯა.

როცა ადამიანს განვიკითხავთ ეს გონებას აძლევს ნიშანს „მე მის შესახებ ყველაფერი ვიცი“. ასეთი მიდგომა ამცირებს ყურადღებას, რა დროსაც ვერ შეძლებთ მცირე გამომეტყველების შემჩნევას ან/და ზოგიერთი მნიშვნელოვანი სიტყვა გამოგრჩებათ. ამიტომ იყავით ყურადღებით.

მოამზადა ნინო კობახიძემ

ნანახია: (216)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას