თანამედროვე ცხოვრების სტილმა , დიდი ხანია დაამტკიცა, რომ უკეთესად ცხოვრებისთვის მხოლოდ რაციონალური ინტელექტის ქონა საკმარისი არაა. სამყაროს აღქმა, მისი სხვა და სხვანირად ინტერპრეტაცია და გარშემომყოფებთან ურთიერთობა გვინდა არ გვინდა, ემოციური ინტელექტის გაჩენის წინაპირობას გვიქმნის. ეს პროცესი თავისთავად, ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება. ამ სტატიაში თქვენ გაეცნობით 6 ყველაზე მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ უნარს, რომლის გავარჯიშების შედეგად, შეძლებთ ე.წ. EQ-ს , ანუ ემოციური ინტელექტის განვითარებასა და გაღრმავებას.
ემპათია
ემპათია – ეს არის შესაძლებლობა, გაიგო ან შეიგრძნო, თუ რისი გადატანა უწევს ადამიანს თავისი „გადმოსახედიდან“. ეს არის უნარი ‘’შეხვიდე სხვის ტყავში’’ და მის მაგივრად შეგეძლოს ფიქრი, განცდა.
არსებობს 2 ტიპის ემპათია: აფექტური და კოგნიტური.
პირველს უკავშირდება განცდები და გრძნობები, რომლებსაც ჩვენ განვიცდით საპასუხოდ სხვა ადამიანების ემოციებზე. მეორე – კი ეს არის შესაძლებლობა ემოციის გაგებისა და იდენტიფიკაციისა. სწორი და ზუსტი გაგება სწორედ ამ ემოციისა, მოგვცემს შესაძლებლობას ბევრად ადვილად გავუგოთ ჩვენს თანამოსაუბრეს და მათთან ეფექტური კომუნიკაცია დავამყაროთ.
როგორ უნდა განვავითაროთ ეს უნარი?
აწარმოეთ ჟურნალი, სადაც ჩაწერთ თქვენს დაკვირვებებს ემოციებზე. დაწერეთ არა მხოლოდ სხვების ემოციებზე, არამედ თქვენსაზეც. აღნიშნეთ თქვენს რომელ ქცევაზე რა რეაქცია აქვთ სხვებს და ასევე თქვენც როგორ რეაგირებთ ამ ყველაფერზე. ეს თქვენ დაგეხმარებათ ეფექტური მოდელის ფორმულირებაში, რომლითაც მარტივად შეძლებთ მათთან ურთიერთქმედებას.
საკუთარი თავის შეცნობა, თვითცნობიერება
‘’შეიცან თავი შენი’’- წარწერა დელფში, აპოლონის ტაძრის კედელზე
საკუთარი თავის შეცნობა- ეს არის ხელოვნება, რომლითაც გესმით თქვენი შინაგანი სამყაროსი, აცნობიერებთ რა იწვევს თქვენში სტიმულს, მოტივაციას, და რა რეაქციები მოჰყვება შემდგომ ამას. ცნობიერების გაღრმავება და განვითარება გვაძლევს საკუთარ თავზე კონტროლის საშუალებას. საკუთარი თავის შეცნობის შემდგომ ხვდები თუ როგორ აღგიქვამენ გარშემომყოფები შენ და როგორ აღიქვამ თავად შენ საკუთარ თავს.
როგორ განვავითაროთ ცნობიერება?
რადგან ამ უნარის განვითარება პირდაპირ კავშირშია ჩვენს შინაგან სამყაროსთან, ამიტომ აუცილებელია მკაფიოდ დავაკვირდეთ ჩვენს მოტივებსა და ქცევებს. შეიძლება დავიწყოთ ე.წ. SWOT -ანალიზი, რომელიც დაგვეხმარება გამოვავლინოთ ჩვენი ძირითადი -ძლიერი და სუსტი მხარეები, შიშები და შესაძლებლობები. არ დაგავიწყდეთ, რომ აუცილებელია გვერდიდან შევხედოთ საკუთარ თავს. მაგალითისთვის კი შეგიძლიათ, უბრალოდ თხოვოთ თქვენს მეგობარს ჩაგიტაროთ SWOT ანალიზი.
ცნობისმოყვარეობა
‘“მე არ მაქვს განსაკუთრებული ნიჭი. მე უბრალოდ ცნობისმოყვარე ვარ’’- ალბერტ აინშტაინი
ცნობისმოყვარეობას ბადებს ვნება, აზარტი-და ის კი თავის მხრივ შემდგომ ადამიანის პროდუქტიულობასა და მოტივირებულობას უზრუნველყოფს. ცნობისმოყვარეობა – ეს ის პატარა ნაპერკალია, რომელიც ყოველთვის დაგეხმარებათ იმაში, რომ გაუგოთ და დაეხმაროთ სხვა ადამიანებს.
როგორ განვვითარდეთ ამ კუთხით?
ცნობისმოყვარეობის შეგრძნება ყველა მაღალი ინტელექტის მქონე ქმნილებას ასე თუ ისე გააჩნია, განსაკუთრებით კი ეს ადამიანს ეხება. თქვენ უბრალოდ უნდა მიენდოთ და დაეხმაროთ მას. საბედნიეროდ, არაფერია ადამიანის ქცევაზე საინტერესო, და ახლობელი . ჰოდა თქვენც ხელს არაფერი არ გიშლით, უბრალოდ დაიწყეთ დაკვირვება.
ანალიტიკური აზროვნება
როცა ვსაუბრობთ ემოციურ ინტელექტზე, როგორც კოგნიტურ პროცესზე, ანალიტიკური უნარების განვითარების გარეშე ნამდვილად ვერ გავალთ ფონს. ცხოვრების გზაზე თქვენ შეხვდებით განსაკუთრებულად რთულად მისაღებ ობიექტს – ‘’ადამიანს’’. ეს ნიშნავს, იმას , რომ თქვენ ძალიან ხშირად მოგიწევთ ფიქრი იმაზე, თუ რატომ, როგორ და რისთვის იქცევიან ადამიანები ასე თუ ამგვარად.
როგორ განვავითაროთ ანალიტიკური უნარები?
ლოგიკური კანონების მიმღებლობა და მსჯელობისას მათი გამოყენება –
მთავარი გასაღები, რომელიც საჭიროა ანალიტიკური უნარების ჩამოსაყალიბებლად.
მოთხოვნილებები და სურვილები
კაცობრიობის ქცევა შეგვიძლია პირდაპირ გავაიგივოთ მასლოუს პირადიმის მოდელთან. პირამიდის საწყისი, ბაზისურ, ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებსა და სიცოცხლის უსაფრთხოებას უკავშირდება, შემდგომი ზედა საფეხურები კი – ესტეთიკური და სულიერი სურვილებია. ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანს უნდა შეეძლოს დააკავშიროს ესა თუ ის ქცევები ამ საფეხურებთან და სწორედ აქედან გამოიტანოს დასკვნა – რა იყო ქცევის ჭეშმარიტი და ძირითადი მოტივი. ასევე უნდა შეგვეძლოს გავმიჯნოთ მოთხოვნილებები სურვილებისგან.
როგორ შევძლოთ ეს?
მოიშველიეთ ტექნიკა- ‘’დიაგრამა რატომ?’’. მაგალითად ავიღოთ ნებისმიერი ქცევა და დავსვათ კითხვა თუ რატომ გააკეთა ადამიანმა ეს. როგორც კი პასუხამდე მივალთ, კიდევ დავსვათ კითხვები. ადრე თუ გვიან აუცილებლად მივალთ მასლოუს პირამიდის რომელიმე საფეხურთან. და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ხშირ შემთხვევაში ბაზისურთან.
არავერბალური კომუნიკაცია
ერთი და მეტწილად ყველაზე უტყუარი უნარი, გავიგოთ თუ რა მდგომარეობაშია ადამიანის ემოციური ინტელექტი, ეს არის დაკვირვება მის არავერბალურ ქცევაზე. სულ, რომ არაფერი, ეს ერთი უნარიც კი მოგვცემს საშუალებას დავამყაროთ ეფექტურ კომუნიკაცია გარშემომყოფებთან. ბოლო დროს მეცნიერება ძალიან სერიოზულ დასკვნებამდე და წარმატებამდე მივიდა ამ სფეროში.
როგორ განვავითაროთ?
დააკვირდით არავერბალურ ქცევასა და შეისწავლეთ ის. არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის ქმარი, ცოლი, შვილი, თქვენი უფროსი, თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი პირი , მაღაზიის გამყიდველი თუ სხვა. შენ შეგიძლია ყველა გამოიყენო შენი ემოციური ინტელექტის განვითარებაში. საკმარისია უბრალოდ დააკვირდე მათ.
რეზიუმე
ემოციური ინტელექტი – ეს არის კომპლექსური გაგება, რომელიც თავის მხრივ მოიცავს ბევრი უნარის შეხმატკბილებას და განვითარებას. ესენია- ემპათია, ცნობიერება(საკუთარი თავის შეცნობა), ცნობისმოყვარეობა, ანალიტიკური აზროვნება, გაგება ბაზისური საწყისების, არავერბალური სიგნალების ინტერპრეტეცია ა.შ. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი უნარის განვითარება დაგვეხმარება სხვა ადამიანების ემოციების იდენტიფიკაციაში რაც თავის მხრივ, მათზე მოგვცემს კონტროლის საშუალებას და უზრუნველყოფს ეფექტურ, ჩვენთვის სასარგებლო კომუნიკაციის დამყარებას.
მოამზადა ანუკა ციმაკურიძემ
ნანახია: (249)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას