გარე სამყაროს არა თვალით, არამედ ტვინით ვხედავთ, მას კი შეცდომები არცთუ იშვიათად მოსდის. სწორედ, ასე იქმნება ოპტიკური ილუზიები. ერთ-ერთი ასეთი ილუზია პეპერის მოჩვენებაა, რომლის დროსაც ჰაერში მოლივლივე საგანს ვხედავთ.
ვიდეოში ქეთი ტატიშვილი, ფიზიკის მასწავლებელი, ოპტიკურ ილუზიებზე გვესაუბრება და პეპერის მოჩვენების გაკეთებას გვასწავლის. ვინ იცის, იქნებ ამის შემდეგ უკეთაც განსაჯოთ, როდის უნდა დაუჯეროთ საკუთარ თვალებს და როდის — არა.
Buckswood School - Tbilisi / ბაქსვუდის სკოლა - თბილისი
თბილისის საერთაშორისო სკოლა • Tbilisi International School
ვიდეო პროექტის "STEM მარტივად" ფარგლებშია მომზადებული, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.
ნანახია: (217)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას