სამაგალითო უკრაინული ინიციატივა - „რადა - კარანტინში!“
დგას მანიფესტანტი ტრანსპარანტით ხელში - ტრანსპარანტზე წარწერაა: „რადა - კარანტინში!“
ერთობ სასარგებლო რჩევაა, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ უკრაინისათვის დამაზიანებელ ქმედებათა გარდა, ზელენსკის უკრაინულ პარლამენტში დღეს საიტ gordonua.com-ის მონაცემებით თითქმის 20 პარლამენტარი კორონავირუსზეც გადის შემოწმებას.
პირველი ოფიციალურად დარეგისტრირებული კორონავირუსიანი დეპუტატი აღმოჩნდა ლუგანსკელი სერგეი შახოვი, რომელმაც ტემპერატურის მატების გამო გამოიძახა „სასწრაფო“ და დაუდგინდა კორონავირუსი.
დეპუტატი სერგეი შახოვი
იგი თვითიზოლაციაშია საკუთარ მეუღლესთან ერთად, რომელსაც აგრეთვე კორონავირუსი სჭირს და ყოველდღე ონლაინ-ტრანსლაციით უყვება ამომრჩეველს საკუთარი თვითგრძნობის შესახებ.
საგულისხმოა, რომ ავად გახდომამდე ცოტა ხნით ადრე მას გაცხადებული აქვს პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან: „არავითარი კორონავირუსი არ არსებობს - დღეს კორონავირუსი არის მხოლოდ ჩინოვნიკების თავებში!“
ნანახია: (1274)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას