logo.png

CBS News- 7 მარტს ამერიკის  ოფიციალურმა პირებმა რუს ჩინოვნიკებს პირადად უთხრეს რომ თავდასხმა მოახლოებული იყო

 

აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა CBS News-ს განუცხადეს, რომ 7 მარტს შესაძლო თავდასხმის შესახებ საჯარო გაფრთხილების გარდა, ამერიკის  ოფიციალურმა პირებმა რუს ჩინოვნიკებს პირადად უთხრეს რომ თავდასხმა მოახლოებული იყო. The New York Times-ი წერს, რომ უცნობია რა ინფორმაცია მიაწოდა შეერთებულმა შტატებმა რუს ოფიციალურ პირებს იმის გარდა, რაც საჯარო გაფრთხილებაში იყო.

აშშ-ს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოებს ეკისრებათ „პასუხისმგებლობა გააფრთხილონ“ პოტენციური სამიზნეები საფრთხის შესახებ, როდესაც ისინი გაიგებენ მათ შესახებ. NBC იუწყება, რომ ამერიკის სადაზვერვო წყაროები ადასტურებენ, რომ მოსკოვში თავდასხმის უკან ISIS დგას.

მარტში შეერთებულმა შტატებმა შეაგროვა ინფორმაცია, რომ ისლამური სახელმწიფო-ხორასანი (ISIS-K) ავღანეთში დაფუძნებული ჯგუფის ეს შტო მოსკოვზე თავდასხმას გეგმავდა.

„ისლამური სახელმწიფოს“ წევრები რუსეთში აქტიურობენ, განაცხადა ამერიკის ოფიციალურმა პირმა.

ნანახია: (88)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას