logo.png

როგორი დახმარება იცის რუსეთმა!

 

საიტ uainfo.org-ზე დაიბეჭდა ყოფილი პოლიტპატიმრის, რადიო „სვობოდას“ ბლოგერის  - გერმან ობუხოვის წერილი, სადაც  ავტორი იტყობინება, რომ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში მრავლად გაიჟღერა ეჭვმა, COVID-19-ში შესაძლო რუსულ კვალთან დაკავშირებით. და, რომ ჩინეთში ეს მხოლოდ მუტაცია შეიძლება ყოფილიყო.

ცნობილი ფაქტია, 2019 წლის სექტემბერში ნოვოსიბირსკის ოლქში, ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სახელმწიფო სამეცნიერო ცენტრში მოხდა გაზის ბალონის აფეთქება. როგორც მაშინ იუწყებოდნენ -  დაიღუპა ადამიანი და  დაწესებულებაში ჩაიმსხვრა ფანჯრები.

ისიც ცნობილია, რომ ეს ცენტრი წარმოადგენს ყველაზე სახიფათო ვირუსების საცავს, ისეთების, როგორიცაა ებოლას ცხელების ვირუსი და SARS. სწორედ ამ პერიოდში, მათ შორიახლოს ჩინელ მეცნიერთა ჯგუფი ცდიდა ჩრდილოეთის პირობებში გამოსაყენებელ რაღაც ფანტასტიკურ სათბურს.

დაავადდნენ თუ არა ეს ვირუსოლოგები ციმბირში და გადაიტანეს თუ არა მუტირებული ფორმა ჩინეთში, ამას მომავალი გაარკვევს, მაგრამ ფაქტია, რომ ორი თვის შემდეგ ვირუსმა იფეთქა სწორედ ჩინეთში!

ასე რომ, როგორც ვხედავთ, საკმაოდ დიდია ალბათობა იმისა, თუ როგორ შეიძლებოდა „დახმარებოდა“ რუსეთი ჩინეთს და ახლა უკვე მთელ მსოფლიოს!

 

ხოლო, ყოველგვარი ალბათობის გარეშე, დღეს რუსეთი ჰუმანიტარული ტვირთებით რეალურად ეხმარება იმავე ჩინეთსა და იტალიას და თუ რის საფასურად, შეგვიძლია ამოვიკითხოთ საიტ https://www.kasparov.ru/material.php?id=5E79245167310-ზე, სადაც სათაურით „პუტინი შეუთავსებადია ჰუმანიზმთან“, ამის თაობაზე წერს რუსეთის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, რუსეთის სასამართლოს მიერ დაუსწრებლად უვადო პატიმრობამისჯილი, ლეონიდ ნევზლინი:

„ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა სხვა ქვეყანაში, როდესაც შენი საკუთარი ბალანსირებს „ყველაფერი ცუდად არის“ და „კიდევ უარესად იქნება“-ს შორის - ეს ნამდვილი საბჭოური  საქციელია!

თებერვალში რუსეთმა 2 მილიონი ნიღაბი და მედიკამენტები გაუგზავნა ჩინეთს: თავის პენსიონერებს კი არ დაურიგა - ჩინეთს გაუგზავნა! თავისიანები მოითმენენ - არა უშავს, ცოტას თუ ირბენენ აფთიაქებში მათ საძებნელად. სამაგიეროდ, ღმერთი გაუხანგრძლივებს მათ სიცოცხლეს!

ამ დღეებში კი, პუტინისაგან მივიღეთ ახალი საერთაშორისო სოლიდარობის ჟესტი - რუსეთის სახელმწიფომ გაგზავნა მედიკოსებითა და სამედიცინო მოწყობილობებით დატვირთული თვითმფრინავი იტალიაში. ეს  გაკეთდა, რათა რუსეთის მოქალაქეებს გული აუჩქროლოთ სიამაყის მოზღვავებულმა ტალღამ, ქვეყნის სიდიადის სრული შეგნებით! იტალიისთვის დახმარების გაგზავნა ხომ უფრო იაფია, ვიდრე გაკოტრების ზღვარზე მყოფი მცირე ბიზნესის დახმარება.  საკუთარ ქვეყანაში  პიარ-ეფექტი უფრო ძვირად ფასობს!

ყოველივე ეს არ ახალია რუსეთისათვის - საბჭოთა კავშირის შექმნასთან ერთად  ქვეყანა დგას საერთაშორისო პროლეტარული სოლიდარობის ავანგარდში. გახსოვთ,  ბულგაკოვთან: „მინდა შემოგთავაზოთ - ქალმა კალთიდან გამოაძვრინა  თვალისმომჭრელ გარეკანიანი თოვლისაგან სველი ჟურნალების დასტა - რამდენიმე ჟურნალი გერმანელი ბავშვების დასახმარებლად - ათი შაური ცალი!“

1923 წლის იანვარში საბჭოთა კავშირი გერმანიაში გზავნის 800 ვაგონ პურს, მთელი წლის მანძილზე აგროვებენ ქვეყანაში სახსრებს გერმანელ მუშათა დასახმარებლად,  სრუდენტები სტიპენდიის ნაწილს რიცხავენ  გერმანული პროლეტარიატის დახმარების ფონდში, მუშები აწყობენ „კვირაობებს“, გლეხები აგროვებენ პურს და მარცვლეულს... ამავე ხანებში საბჭოთა ხალხი ასწრებს კიდევ  მატერიალური დახმარების მიწოდებას მიწისძვრით დაზარალებული იაპონიისთვის, ბულგარელი რევოლუციონერებისათვის და ეს ყველაფერი მაშინ, როცა1921 -22 წლების შიმშილობიდან ქვეყანა  არ არის გამოსული!  

დღეს პუტინის საქციელს შეიძლება ვინმემ ჰუმანურობა დააბრალოს. მაგრამ ავტორიტარული ხელმძღვანელისაგან ჰუმანიზმი რა საკადრისია! სტალინისა და ჰიტლერის ჰუმანიტარული აქცია წარმოგიდგენიათ?  ეს არის ოდენ მსოფლიოსთვის და საკუთარი მოსახლეობისთვის ძალების დემონსტრირების უმაქნისი მცდელობა - თუკი სხვებს ვუზიარებ დახმარებას, მაშ ჩემს ქვეყანაში ყველაფერი მოწესრიგებულად მაქვს!  მაგრამ ამას ხომ მოსწავლეც არ დაიჯერებს!

უფრო საშიში სხვა რამეა - პუტინის ქვენა ზრახვები: - მე რომ შენ დღეს დახმარებას გიგზავნი, ამის გადახდა მოგიწევს! ჯერ იქნება და - სანქციებს ვეღარ დამიწესებ, მერე - ყირიმს რუსეთის საკუთრებად გამომიცხადებ... აბა, როგორ გინდა - იმ ქვეყანას ხომ ვერ დაუპირისპირდები, გაჭირვებაში რომ დაგეხმარა! თანაც, მნიშვნელობა არა აქვა, დიდია ეს დახმარება თუ პატარა. ფაქტის ფიქსაციაა მთავარი და სწორედ ამიტომ არის პუტინის დახმარება ამორალური! და ეს არის არა ჰუმანიზმი, არამედ - ანტიჰუმანიზმი!

ხოლო, დავუშვათ და დახმარება უმნიშვნელო კი არა - მნიშვნელოვანი იყოს.  მაშინ გამოვა, რომ ეს არის ცინიზმი რუსეთის მოსახლეობის მიმართ  - აკი თვით პუტინი და მისი გარემოცვა ასე თუ ისე დაცულია ავადმყოფობისგან, მაგრამ რუსეთის პენსიონერებმა რა დააშავეს?“

 

 

 

ნანახია: (1580)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას