logo.png

კარლ როჯერსი – უპირობო მიღება

მიმღებლობიდან იწყება განვითარების გზა – მოსმენა გამოჯანმრთელების ყველაზე ძველი და ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია. ჯერ კიდევ სტენფორდის სტუდენტობისას მოვხვდი ექიმებისა და ფსიქოლოგების მცირერიცხოვან ჯგუფში, რომლებიც მონაწილეობდნენ კარლ როჯერსის – ჰუმანისტური ფსიქოლოგიის პიონერის მასტერკლასში.

ახალგაზრდა ვიყავი და საშინლად ვამაყობდი საკუთარი გაცნობიერებულობით სამედიცინო საკითხებში, იმით, რომ კოლეგები ჩემთან გადიოდნენ კონსულტაციებს და ჩემს აზრს ითვალისწინებდნენ. თერაპიისადმი როჯერსის მიდგომა ჩემში დიდ წინააღმდეგობას იწვევდა – ის სტანდარტების დაქვეითებას გავდა. ამასთანავე, დადიოდა ხმები, რომ მისი თერაპიული სესიების შედეგები ლამის ჯადოსნური იყო.

როჯერსს ღრმად ქონდა განვითარებული ინტუიცია. როდესაც მის მიერ კლენტთან მუშაობაზე გვიყვებოდა, აკეთებდა პაუზებს, რათა ზუსტად ჩამოეყალიბებინა აზრი, რომელიც ჩვენთვის უნდა მოეწოდებინა. ეს იყო სრულიად ბუნებრივი და ორგანული. მისი ურთიერთობის სტილი კარდინალურად განსხვავდებოდა ავტორიტარულისგან, რომელსაც მე შეჩვეული ვიყავი, რადგან სამედიცინოს სტუდენტი ვიყავი და ჰოსპიტალში ვმუშაობდი.
ნუთუ შესაძლებელია, ადამიანს, რომელიც ასე თავდაუჯერებლად გამოიყურება, რაღაცა შეეძლოს და რაღაცაში სპეციალისტი იყოს? ამ მხრივ მე დიდი ეჭვები მქონდა.

რამდენადაც მე შევძელი, გამეგო იმ დროისთვის, უპირობო მიღების მეთოდის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ როჯერსი იჯდა და უბრალოდ იღებდა ყველაფერს, რასაც კლიენტი ლაპარაკობდა, რაც არ უნდა ეთქვა – განსჯის გარეშე, ინტერპრეტაციის გარეშე. ჩემთვის გაუგებარი იყო, როგორ შეიძლებოდა ამას ჰქონოდა თუნდაც მცირე სარგებლობა.
შეხვედრის ბოლოს როჯერსმა შემოგვთავაზა ეჩვენებინა, თუ როგორ მუშაობს მისი მეთოდი. ერთ-ერთი ექიმი დათანხმდა კლიენტის როლის შესრულებაზე.

სკამები ისე დაიდგა, რომ ისინი ერთმანეთის პირისპირ მჯდარიყვნენ. სესიის დაწყების წინ როჯერსი შეჩერდა და დაკვირვებით გადაგვხედა აუდიტორიაში შეკრებილ ექიმებს, მათ შორის მეც. ამ მოკლე, იდუმალ მომენტში დაიწყო ჩემი მოუთმენელი მოლოდინი.
შემდეგ როჯერსმა დაიწყო საუბარი:

„ყოველი სესიის დაწყების წინ, მე მცირე დროით ვჩერდები, რათა გავიხსენო, რომ მეც ადამიანი ვარ.
არ არის არაფერი, რაც შეიძლება დაემართოს ადამიანს, რასაც მე, როგორც ადამიანი, არ გავიზიარებ.
არ არსებობს ისეთი შიში, რომელსაც მე ვერ გავიგებ.
არ არსებობს ტანჯვა, რომლის მიმართაც მე შემიძლია უგრძნობი დავრჩე – ეს ჩემს ადამიანურ ბუნებაში დევს.
როგორი ღრმაც არ უნდა იყოს ამ ადამიანის ტრავმა – ამის გამო ჩემი არ უნდა შერცხვეს. მეც დაუცველი ვარ ტრავმის წინაშე. ამიტომ მე ვარ საკმარისი.
რაც არ უნდა გადაიტანოს ამ ადამიანმა – არ არის აუცილებელი, მარტო დარჩეს მასთან. აი, აქედან იწყება გამოჯანმრთელება.“

ამის შემდგომი სესია იყო განსაცვიფრებლად ღრმა. მთელი სესიის განმავლობაში როჯერსს კრინტი არ დაუძრავს. ის გამოხატავდა კლიენტის სრულ მიღებას, ისეთის, როგორც იყო, მხოლოდ საკუთარი ყურადღების ხარისხით.

კლინტმა (ექიმმა) დაიწყო ლაპარაკი, და ძალიან მალე სესია გადაიზარდა მეთოდის პრეზენტაციაში, როგორიც არის. როჯერსის სრული მიმღებლობის ფრთხილ ატმოსფეროში ექიმი ერთიმეორის მიყოლებით იხსნიდა თავის ნიღბებს. ჯერ თავდაუჯერებლად, მერე კი უფრო და უფრო მსუბუქად. როდასაც ნიღაბი იხსნებოდა, როჯერსი იღებდა და ესალმებოდა მას, ვინც ნიღბის ქვეშ იმალებოდა – უპირობოდ, ინტერპრეტაციების გარეშე – მანამ, სანამ არ ჩამოვარდა ბოლო ნიღაბი და ჩვენს წინაშე არ წარსდგა ექიმი, ისეთად, როგორიც იყო – მთელი მისი ჭეშმარიტი და დაუცველი ბუნების სილამაზით. მეეჭვება, თვითონ მასაც ენახა ოდესმე, ადრე, თავისი თავი ასეთად.

ამ მომენტისთვის ბევრ ჩვენგანსაც ჩამოუვარდა ნიღაბი, ზოგიერთს თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. იმ მომენტში მე მშურდა იმ ექიმი-კლიენტის, როგორ მწყდებოდა გული, რომ შანსი გავუშვი – შანსი, იყო ამდენად ტოტალურად დანახული და მიღებული სხვის მიერ.

ბაბუასთან ურთიერთობის მოკლე რამოდენიმე ეპიზოდის გამოკლებით, ჩემს გამოცდილებაში ეს იყო ცხოვრებაში პირველი შეხვედრა მსგავს მიმღებლობასთან. მე ყოველთვის ბევრს ვმუშაობდი, რომ საკმარისად კარგი ვყოფილიყავი – ეს ჩემი „ოქროს სტანდარტი“ იყო, რის მიხედვითაც მე ვწყვეტდი, რა წიგნები მეკითხა, რა ტანსაცმელი ჩამეცვა, როგორ მეტარებინა თავისუფალი დრო, სად მეცხოვრა, რა მელაპარაკა.
თუმცა, „საკმარისად კარგიც“ კი არ იყო ჩემთვის საკმარისი. მთელი ჩემი ცხოვრება ვცდილობდი, იდეალური გავმხდარიყავი. მაგრამ, თუ როჯერსის სიტყვები მართალი იყო, მაშინ სრულყოფილება – არაფერია. ყველაფერი, რაც ნამდვილად საჭირო იყო – უბრალოდ ადამიანად ყოფნა.

მე ხომ ადამიანი ვარ. და მთელი ცხოვრება მეშინოდა, რომ ვიღაცა ამას აღმოაჩენს. სინამდვილეში, ის, რასაც გამოყოფდა როჯერსი, იყო სიბრძნე, როგორც გამომაჯანსაღებელი ურთიერთობების ყველაზე ბაზისური დონე.
რა ბრწყინვალე სპეციალისტიც არ უნდა ვიყოთ, ყველაზე დიდი ძღვენი, რაც შეგვიძლია, რომ მივცეთ დატანჯულ ადამიანს, არის ჩვენი მთლიანობა.

მოსმენა, უთუოდ, ყველაზე ძველი და ყველაზე ძლიერი გამოჯანსაღების ინსტრუმენტია.
ძალიან ხშირად, სწორედ ჩვენი ყურადღების ხარისხი, სიღრმე, და არა ჩვენი ბრძნული სიტყვები იწვევენ ღრმა ცვლილებებს ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებში. მოსმენისას, განუყოფელ ყურადღებასთან ერთად, ჩვენ ვაძლევთ სხვას საშუალებას, გამთლიანდეს. ის, რაც უკუგდებული იყო, გაუფასურებული, მიუღებელი თვითონ ადამიანისა და მისი გარემოცვის მიერ. ის, რაც დამალული იყო.

ჩვენს კულტურაში სული და გული ხშირად „უსახლკაროდ“ რჩებიან. მოსმენა ქმნის დუმილს.
როდესაც ჩვენ გულუხვად ვუსმენთ, მასაც შეუძლია მოისმინოს ის სიმართლე, რომელიც მასშია. ხანდახან ადამიანს ეს ცხოვრებაში პირველად ესმის.

მდუმარე მოსმენისას ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ/შევიცნოთ სხვაში საკუთარი თავი.
თანდათან ჩვენ შეგვიძლია დავისწავლოთ ნებისმიერის მოსმენა და მეტიც – ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ უხილავი, მიმართული საკუთარ თავზე და ჩვენზე.”

თარგმანი: ეთერ ფილიპოვიჩი

წყარო

ნანახია: (213)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას