საქმემან შენმან გამოგაჩინოს!
-რწმენა სათნოებაა..და სათნოებას არ სჭირდება ბევრი ლაპარაკი და ისტერიულად გულში მჯიღის ცემა.... თუ გაქვს, ისედაც გამოჩნდება - შენივე საქმითა და ცხოვრებით.... „არა მოიღო სახელი უფლისა ამაოსა ზედა.“
დღეს, სამწუხაროდ, ყველაზე მეტად ეს მცნება ირღვევა....ილია ჭავჭავაძე ხაზს უსვამდა ამ გარემოებას.. არცერთ მის ნაწარმოებში იმდენჯერ არ ახსენებენ ღმერთს, რამდენიც „კაცია ადამიანში?!“..წარამარა ღმერთზე და ბიბლიაზე ყბედობენ...გაუთავებლად...თან არც წაუკითხავთ..სრული უვიცები და პროფანები არიან.....არცერთი დადებითი პერსონაჟი ამ ნაწარმოებში არ არის.. ყველა ფლიდი, მატყუარა, უტვინო, მცონარა, მატერიალისტი, კუჭის მონა და ფარისეველია..მოტყუებით ჯვრის დამწერი მღვდლის თამადობით...
სამაგიეროდ, „ოთარაანთ ქვრივი“ არ ახსენებს ღმერთს.. „ჩემთვის არა ვლოცულობ, ღმერთი რომ არ შევაწუხოო..“ არსად არ გვხდება ამ ნაწარმოებში ღმერთის ხსენება...არადა.. თავისი ცხოვრების წესით და საქმით ეს ქალი ნამდვილი ღვთისმოსავია...ჯერ როგორი დედაა. როგორი შვილი ჰყავს გაზრდილი...არა სათავისოდ.. ზოგი ქალი რომ საკუთარ მონა მოსამსახურედ ზრდის შვილს.. არამედ მაღალი იდეალებისთვის თავგანწირულ გმირად...რომელსაც სიცოცხლეც არ ენანება სიყვარულისთვის..ამ დედაშვილში სიყვარულის წმინდა მცნება აბსოლუტურად ხორციელდება...
ზვიად გამსახურდიაც სულ ამბობდა: „ნამდვილი მორწმუნეობა ღმერთის საკრალური სახელის არხსენებაში უფრო გამოიხატება, ვიდრე მის წამდაუწუმ ხსენებაშიო.“..
ან, რა უბედურებაა ეს ყბადაღებული განაცხადები: „მე მწამს!“ „მე მიყვარს!“..„მე ასეთი კარგი ვარ..ასეთი მორწმუნე და ღვთისნიერი..“ განა შეიძლება საკუთარი ვითომ რწმენით კეკლუცობა?..ვის რას ვუმტკიცებთ?...აკი პეტრე მოციქული ამბობს, მდოგვის ოდენა რწმენაც რომ გვქონდეს, კლდეს გადავდგამდითო...მე მგონი მდოგვი ყველას გინახავთ...რამოდენაც არის...
მოკლედ...იმის თქმა მინდა, რომ....ნამდვილი ქრისტიანობა საქმეა...აი, დღეს მე ვნახე სატელევიზიო გადაცემა სამოქალაქო თანადგომის შესახებ და ჩემთვის ესაა ქრისტიანობა... ადრე სადღაც წავიკითხე წმინდა ჟულიენზე, კეთროვანს რომ ჩაეხუტა და მოკვდა. მაგრამ ის საკუთარ სიცოცხლეზე იყო პასუხისმგებელი და მოყვასისთვის ეს სიცოცხლე დათმო...ოღონდ თავისი სიცოცხლე დათმო და გაიღო სხვისთვის.
სხვების სიცოცხლის მიმართ მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს..თუ გული გვერჩის ქრისტესთვის, მაშინ დავეხმაროთ გაჭირვებულებს...გავხსნათ ქისები...გავიმეტოთ ფული.. ქვრივ-ობლები შევიწყალოთ....გულში მჯიღის ცემა კი არა, საქველმოქმედო საქმე აღვასრულოთ!
ლელა ჩხარტიშვილი
ნანახია: (6502)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას