logo.png

Gelasi Aroshvili

დღევანდელი წმინდანი

''ღმერთი არ მიმადლებს მოძღვარს საღმრთო სიტყვას(სწავლებას), თუკი მსმენელი არავინაა''.

(აბბა მოსე. წმ.იოანე-კასიანე რომაელის ''საუბრებიდან'')

''რა არის საბოლოო მიზანი ქრისტიანული ცხოვრებისა? - საბოლოო მიზანი, - სულის ცხოვნება, მარადიული ცხოვრებაა. და რა უნდა მოვიმოქმედოთ კონკრეტულად ამ მიზნის მისაღწევად? ეს სტრატეგიული მიზანია, და როგორი უნდა იყოს ჩვენი ტაქტიკა ამ მიზნის მისაღწევად? - ამაზე პასუხს წმ.პავლე მოციქული გვცემს, რომელიც თავის ეპისტოლეებში გვასწავლის, რომ მთელი ჩვენი ძალისხმევა უნდა მივმართოთ უმთავრესი სათნოების მოსაპოვებლად, რომელიც არის - სიყვარული. მაგრამ, რა არის სიყვარული, ამ სიტყვის ქრისტიანული გაგებით?

ქრისტიანული აღქმით, სიყვარული არის - გულის სიწმინდე. და არ არის არანაირი განსხვავება გულის სიწმინდესა და სიყვარულს შორის. გული კი მაშინაა წმინდა, როდესაც ის არ არის დაკავებული და ყოველი გარეშე ზრუნვა დამცხრალია მასში. და გარეშე რასთან მიმართებაში? - ღმერთთან! ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი გონება საერთოდ არაფერზე ფიქრობდეს და ზრუნავდეს. ამის მოთხოვნა აბსურდულიც კია, რადგან იმისათვის, რომ რაიმე ვაკეთოთ, თუნდაც სიკეთე - დავეხმაროთ მოყვასს და ა.შ., - ჩვენ ბევრი უნდა ვიფიქროთ და ამის შებამისად ვიმოქმედოთ. მაგრამ ამ საქმიანობით და ზრუნვით არ უნდა იყოს მოცული და დაკავებული ჩვენი გული, ის მთლიანად ღმერთს უნდა მივუძღვნათ. ეს არის თავად მაცხოვრის სწავლება, როცა ის ლაზარეს დებს - მართას და მარიამს მოძღვრავს: „მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მართა, მართა! ზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათვის, აქა ერთისაი არს სახმარ. ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან“ (ლუკ.10. 41-42).

(კონსპექტები წმ.იოანე-კასიანე რომაელის ''საუბრებიდან წმიდა და ღმერთშემოსილ მამებთან'')

გელასი აროშვილი

ნანახია: (359)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას