logo.png

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

“კეთილად გაიხსენე ამბროსი. ღმერთი გიშველის.

Iverieli: მეუფე ამბროსი

 

მღვდელ ზურაბ აროშვილის მოგონება 1989 წლის 9 აპრილზე სიონში და მთავარეპისკოპოს ამბროსი ქათამაძეზე. 3 წლის წინად დამიწერა კომენტარში, ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ეპოზოდია და არ უნდა დაიკარგოს, ამიტომ პოსტად გადმომაქვს:

“კეთილად გაიხსენე ამბროსი. ღმერთი გიშველის.

1989 წლის 9 აპრილს, გარდაცვლილები სიონში მოასვენეს. წითელ არმიელებმა თითქმის ალყაში მოაქციეს სიონის მიმდებარე ტერიტორია. ხალხი მაინც ბევრი მოგროვდა. პატრიარქი მაშინ იქვე ცხოვრობდა ეზოში. ყველა ელოდა პატრიარქს, რომ გამოვიდოდა და პანაშვიდს გადაუხდიდა ამ შეწირულ ხალხს. სტიქაროსნები, რამდენიმე კაცი ვტრიალებდით სიონში. ყველა გვეკითხებოდა - ხომ გამოვა პატრიარქიო? მაშინ პატრიარქის სახლიდან მარტო მეუფე ამბროსი გამოვიდა. შემოვიდა სიონში და როგორც მამამ ისე დაიტირა ის ხალხი. აი, ეგეთი კაცი იყო ცხონებული ამბროსი ქათამაძე.

პატრიარქი იმ დღეს, 9 აპრილს არ გამოსულა პანაშვიდზე. მეუფე ამბროსიმ და რამდენიმე სასულიერო პირმა გადაიხადეს პანაშვიდი. შიში, დიდი შიშიანობა იყო...

იქ, საპატრიარქოს კულისებში იყო საუბრები - აი, არ დაუჯერეს პატრიარქს და ა.შ. მაგრამ, ვფიქრობ შიში იყო მთავარი. ამბროსიმ ივაჟკაცა.”

შეიძლება იყოს text გამოსახულებაშეიძლება იყოს text გამოსახულება

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

ნანახია: (260)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას