შიოლაშვილის მიერ დევნილი და უკანონოდ განკვეთილი მთავარეპისკოპოს მეუფე ამბროსი ქათამაძის შესახებ მოგონებანი:
ბატონ გიორგი მარჯანიძის მოგონება: “სამების ამბიონიდან მომისმენია მისი ქადაგებები, ძალიან დიდი პატრიოტი, მოსიყვარულე და თავმდაბალი ადამიანი იყო მეუფე ამბროსი. დიდი სითბო იგრძნობოდა მასთან ურთიერთობისას. ტყიბულში სახლში შეუვარდნენ და იმარჯვა ფანჯრიდან გადმოხტა, ხიდის ქვეშ შევძვერიო და იქ დავიმალეო, ერთი კაბის ამარა საშინელ ყინვაში. მდევარი კვალს ვეღარ პოულობდა თოვლზე და ხიდზე იდგნენ და იგინებოდნენ, რომლის ქვეშაც ვიმალებოდიო. იმ ღამეს ფეხით ჩამოვიდა ტყიბულიდან ქუთაისთან ახლოს მდებარე სოფლამდე, სადაც თავი შეაფარა მორწმუნე ოჯახს, რამდენიმე დღე გადაკეტილი ჰქონდათ მკვლელებს გზები და სოფელ სოფელ ეძებდნენ რომ მოეკლათ, მაშინ გადარჩა. მაგრამ რომ ეგონა ყველაფერმა ჩაიარა, მაშინ გაგუდეს მოხუცი ეპისკოპოსი. წაათრიე აქედან და სადაც გინდა იქ ჩაფალი ასეთი მესიჯი გაუგზავნეს მის შვილს, რომელიც ასევე სასულიერო პირია, როცა გარდაცვლილი მეუფე ამბროსი სამებაში იყო დასვენებული.”
გ. ტიგინაშვილის მოგონება: “ერთხელ მეუფე ამბროსი ქათამაძესთან ვიყავი სტუმრად, მეგობართან ერთად და სუფრა გაგვიშალა, დალია და სავარძელში გადაჯდა, ჩვენც ჟურნალების მაგიდასთან გადაგვსვა და უცებ დააძრო დიდი სავარცხელი და დაიწყო წვერების ვარცხნა და თან ხმამაღლა ამბობს: "გერასვიმეს და თეოდორეს სალაპარაკო ვარ მეე??!!! მაგენი ჯერ ყვერებში ისხდნენ მე რო ეპისკოპოსი ვიყავი! არც მაგათ წამთ უფალი, და არც უფალს სწამს მაგათი კიდო!" განსაკუთრებული მიუღებლობა ჰქონდა გერასიმესი, აყლაყუდა შაკალს ეძახდა და პირჯვარს იწერდა მის ხსენებაზე.
სიკვდილამდე სადღაც ერთი-ორი თვით ადრე უკვე ძალიან აღგზნებული და გაგულისებული იყო რომ არ აღადგინეს, და თვითნებურად უკვე სამების კათედრალშიც დაიწყო კვერთხით და პანაღიით სიარული, ასევე ჯვრიანი კუნკულ-ბარტყულით. შენიშვნებს აძლევდა ძირითადად მიტროპოლიტი გერასიმე. და ბოლოს რომ ვნახე, ასე სიკვდილამდე 4-5 დღით ადრე, თქვა: სულხანის და ნოდარის გეფიცები (შვილებს გულისხმობდა) გუდას პირი თუ მოვხსენი, ხატები დეილეწება თავისით სამებაში, ყველა გეიგებთ სიმართლესო. ოღონდ არ უთქვამს რას გულისხმობდა... და შემდეგ ძალიან საეჭვო გარემოებაში გარდაიცვალა.
ასევე ხმამაღლა ყვიროდა ერთხელ სამების ტაძარში ამბიონთან: “ვიღაცებს აქინე მარტო თავის თავი რო უყვართ, არ რცხვენიათ უფლისო?”. ხოდა არ მგონია რიგითი პირები ეგულისხმა. ცხადია, აქაც პატრიარქს გულისხმობდა!
როცა მოკვდა თუ მოკლეს, მეორე თუ მესამე დღეს დაურეკა მის შვილს, მღვდელ ნოდარის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა, დაწყევლა და უყვირა: “გაათრიე ეგ არამზადა, ილია თეზბიტელის ტაძრიდან”. ეს კი ტიროდა: “ჩემი ლომი მამა, მამა ბევრი იცოდი და არ გაპატიესო”...”
დეკანოზი ილია ჭიღლაძე
ნანახია: (454)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას