logo.png

კათოლიკური სწავლების კრიტიკა ეკლესიაში მისი უპირატესობის შესახებ

წიგნიდან "მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართალი"

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

კათოლიკური ეკლესიოლოგია უმაღლესი მმართველობის შესახებ მსოფლიო ეკლესიაში ამოდის სრულებით სხვა შეხედულებიდან განსხვავებით იმისგან,, რაც დაცულია მართლმადიდებლობაში – ლათინურ ღვთისმეტყველებაში ეკლესიის ავტორიტეტი და მისი უცდომელობა პერსონიფიცირებულია რომის ეპისკოპოსში, პაპის პიროვნებში, რომელიც იწოდება უმაღლეს პირველიერარქად, ვიკარიუსად, ქრისტეს ნაცვლად.

უახლეს მცდელობა რომის პაპის მსოფლიო იურისდიქციაზე პრეტენზიისა განცხადებულია პერიკლ-პიერ ჟუანუმ წიგნში „პაპი, კრება და პატრიარქები მეცხრე საუკუნემდე კანონიკური ტრადიციით“, რომელიც გამოიცა 1962 წელს. ჩვენთვის ეს ნაშრომი განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს, რადგან მასში ავტორი ცდილობს დაამტკიცოს, რომ მსოფლიო კრებების ეპოქაში აღმოსავლეთის ეკლესიები აღიარებდნენ პაპის უპირატესობას და მისი დოქტრინალური ხელმძღვანელობის უცდომელობას.

ჟოანუ, მიუხედავად კარგად ცნობილი უდავო ისტორიული ფაქტებისა, რომის ეპისკოპოსებს მიაკუთვნებს განსაკუთრებულ უფლებას – საეკლესიო კრების მოწვევასა და მის ხელმძღვანელობაზე თავისი ლეგატების მეშვეობით. კათოლიკური პოლემიკისთვის დამახასიათებელი კაზუისტიკური მოხერხებულობით ჟუანუ ცდილობს მიაწეროს იმას, რომ კრების განკარგულებები ამა თუ იმ ფორმით მტკიცდებოდა რომში, რადგან რომის ეპისკოპოსები აღმოსავლეთშიც აღიარებულნი იყვნენ უმაღლეს მსაჯულებად სარწმუნოების საკითხებში. სინამდვილეში კი საქმე უფრო სხვაგვარად და მარტივად არის. რადგან რომის ეპისკოპოსები პირადად არც ერთ მსოფლიო კრებას არ ესწრებოდნენ, ისინი ნამდვილად განიხილავდნენ კრების შემოქმედებას და კრების გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე განსაზღვრავდნენ, შეიცავდა თუ არა კრების დადგენილებები შეურყვნელ მართმადიდებლურ სწავლებას. ასეთ შემთხვევაში სცნობდნენ ამ კრებას. თუ იყო დარღვევა სწავლებისა, მაშინ არ აღიარებდნენ და მას გამოაცხადებდნენ ყაჩაღთა კრებად. მაგრამ ასე იქცეოდნენ ყველა სხვა მართმადიდებელი ეპისკოპოსებიც, რომლებიც არ ესწრებოდნენ კრებას. თუმცა აქედან არ შეიძლება დავასკვნათ, შემდეგი: მამათა მიერ სულიწმიდის მადლით გამოთქმული სწავლება საყოველთაოდ, მსოფლიოდ აღიარებულ კრებაზე დამოკიდებული ყოფილიყო პაპის ან სხვა ეპისკოპოსების მსჯელობაზე მიიღებდა, თუ უარყოფდა მას. აქ სრულებით საწინააღმდეგო რამ იკვეთება: მიღება ან უარყოფა მართმადიდებელ კრებებზე მამათა მიერ მიღებული სწავლებისა ამა თუ იმ ეპისკოპოსის მიერ, მათ შორის, პაპების მიერაც, ემსახურებოდა ამ ეპისკოპოსების მართმადიდებლობის კრიტერიუმს, საზღვრავდა, იყვნენ თუ არა ისინი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი მრწამსის მაღიარებლები, რადგან კრების განკარგულებებს ჰქონდა საკმარისი ავტორიტეტი მათზე სულიწმიდის გარდამოწვევისა. ამასთან ერთად, არა მხოლოდ სწავლების მიღების შემთხვევაში, არამედ კანონთა მიღებისასაც არ საჭიროებდნენ პაპის ნებართვას. ქალკედონის კრების 28-ე კანონი, როგორც ცნობილია, არ აღიარა პაპმა ლევ დიდმა − მართმადიდებლობის ერთ-ერთმა სვეტმა და ქალკედონის მრწამსის ნამდვილმა, უდიდესმა დამცველმა. მაგრამ, ამის მიუხედავად, ეს კანონი მაინც შევიდა იმ ეპოქის კანონიკურ კორპუსში, როდესაც რომი ჯერ კიდევ არ იყო მოწყვეტილი მსოფლიო ეკლესიის ერთობას.

ისეთი საქმის კვლევისას, რომლის მიზანია დაამტკიცოს ის, რომ ადრეულ პერიოდში ეკლესია აღიარებდა რომის პაპის სამოძღვრო უმაღლეს ავტორიტეტს, შეუძლებელია გვერდი ავუაროთ შემთხვევას, რომელიც ეხება კრებსითობით პაპ გონორეუსის ანათემირებას (681 წ.), რომელიც მხილებული იყო მონოთელიტობაში. ამ საკითხს გვერდს არ უვლის არც ჟოანნუ. მისი აზრით, პაპ გონორეუსის შეხედულებები იყო მართმადიდებლური, მაგრამ ის გადმოცემული იყო გაუმართვი ენით, ტერმინოლოგიით, რის გამოც განსაჯეს კიდეც კრებაზე; ამის გამო მისი შემდგომი პაპები აღიარებდნენ მის ანათემირებას.

ჟუანნუს თქმით, პაპ გონორეუსის ანათემირება კრების მიერ სინამდვილეში ოდნავადაც არ ამცრობს პეტრე მოციქულის საყდრის ავტორიტეტს სარწმუნოების საკითხებში, თუმცა კონკრეტული მოცემულობა იმის საწინააღმდეგოს ამტკიცებს, რისი დამტკიცებაც სურს ფრანგ კანონისტს. თუკი გონორეუსის განსჯამდე, ანათემაზე გადაცამამდე პაპები პრეტენზიას განაცხადებდნენ, როგორც უცდომელნი საღვთისმეტყველო სწავლების მხრივ, ხოლო აღმოსავლეთში მათ მოთხოვნას აღიარებდნენ, მაშინ გონორეუსის განსჯა ან სრულებით ვერ უნდა მომხდარიყო, ან კრების მიერ პაპების განსჯით მათი პრეტენზია უცდომელობაზე იქნა იგნორირებული. სინამდვილეში პეტრე მოციქულის კათედრას მაშინ ჯერ არ ჰქონდა პრეტენზია უცდომელობაზე, და ამიტომ განსჯიდნენ ამ კათედრაზე მყოფ ერთ-ერთ ეპისკოპოსს ისევე, როგორც სხვა კრებებზე განსჯიდნენ სხვა კათედრის ეპისკოპოსებს, მათ შორის პირველი კათედრების წარმომადგენლები: ნესტორი, დიოსკორე, სერგი. პ.პ ჟოანნუს სიტყვებით, კრებამ „არ დააკნინა პეტრეს საყდრის ავტორიტეტი“ და პაპებს, იმდროისათვის საკმაოდ საჩოთირო საკითხები, რომელიც ეხებოდა რომის კათედრის პრეროგატივას, გონორიუსის განსჯა და ანათემირება არ აღაშფოდებდათ.

რომაულ-კათოლიკური პოლემიკისთვის ჩვეულებრივი ქმედებაა ციტირება რომის ეპისკოპოსთა უპირატესობის შესახებ ბრწყინვალე და დიდებული ტიტულებისა და აღმოსავლეთის მამების პაპებისადმი მიმართვების მოყვანა. გვერდი არ აუვლია ამისთვის პ.პ ჟოანუსაც. მას მოჰყავს ციტატა კოსტანტინეპოლის პატრიარქ ტარასის წერილიდან პაპ ადრიანესადმი: „თქვენმა უწმინდესობამ მემკვიდრეობა მიიღო ღვთაებრივი მოციქულის პეტრეს საყდარზე, ... საეკლესიო გადმოცემის მიხედვით და ღვთის ნებით, ეს საყდარი წინამძღოლობს საეკლესიო იერარქიას“. ასევე ის ციტირებს ბერ თეოდორესა და ბერ თეოდოსის, რომელნიც პაპ მარტინ პირველს თავიანთ წერილში აღმოსავლური ხოტბის შესხმით უწოდებენ „უმაღლეს და მოციქულებრივ პაპს, მთელი მზისქვეშეთის წმინდა იერარქიის თავს, თვითმყრობელ და მსოფლიო პაპს, მოციქულებრივ მეუფეს“.

ამგვარი თავზიანობა დამახასიათებელი და სრულიად ჩვეულებრივი იყო იმ ეპოქის გზავნილებისა და წერილებისთვის. ასეთივე წარმატებით შეიძლება დავასკვნათ პაპის სარწმუნოების სწავლებით ავტორიტეტზე და მის აბსოლუტურ ავტორიტეტზე, რით შეიძლება მონახო ამა თუ იმ იერარქის წმინდანობის მტკიცებულება იმიტომ, რომ მიმართვაში მათ მოიხსენიებენ „უწმინდესად“.

რომის კათედრის პირველობის პატივი უდავოა და ისტორიული ფაქტია, თუმცაღა ის მოკლებულია დოგმატურ მნიშვნელობას, ხოლო მისი კანონიკური მნიშვნელობა შემოიფარგლება მხოლოდ და მხოლოდ დიპტიხში პირველობით, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს მსოფლიო იურისდიქციასთან.

საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი.

ნანახია: (397)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას