logo.png

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

 აი, როგორ ხალხს აწინაურებდა ილია მეორე უმაღლეს იერარქებად

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

აი, როგორ ხალხს აწინაურებდა ილია მეორე უმაღლეს იერარქებად და ვის ანდობდა ადამიანთა სულებს და ბედს, როგორ უყვარდა თავისი სამწყსო აქ კარგად სჩანს:

ბოდბის მონასტრის წინ ცხოვრობდა გოგია ბ-შვილი, "ჯაგას" ეძახდნენ მეტსახელად. ეს კაცი ცხოვრობდა მონასტრის წინ, ახლა მის ადგილზე კაფე "პილიგრიმი" გააკეთა მონასტერმა. რომ მოკვდა გოგია, მისმა ცოლმა ქეთო თ-შვილმა, მეტსახელად ეზიკომ, მონასტერს მიჰყიდა სახლი. სიცოცხლეში არ უშვებდა გოგია ეზიკოს სახლში, რადგან ეზიკო იყო ბოდბის (შემდგომ რუსთავის) მიტროპოლიტის, მეუფე ათანასე ჩახვაშვილის საყვარელი, ასევე ნათელმირონი აკავშირებდათ ოჯახებით. გოგიას და ეზიკოს ერთი შვილი ჰყავდათ, გია, ეს ბიჭი შემთხვევით შეესწრო დედამისის და მეუფე ათანასეს სექსუალურ კავშირს და უცაბედი ტრამვისაგან ჭკუიდან შეცდა, ფსიქიკურად დაავადდა და 1990-იანებში ახალგაზრდა გარდაიცვალა... ადგილობრივ ძველ მოსახლეებს კარგად ახსოვთ, ბოდბელ მიტროპოლიტობის დროსაც და რუსთველობის ჟამსაც, ხშირად აკითხავდა შავი ვოლგით მეუფე ათანასე ეზიკოს, ეზიკოს შვილი უკვე გარდაცვლილი იყო და მაინც მოდიოდა ხოლმე და მიჰყავდა ეზიკო. ყველამ იცის ეზიკოს და მეუფე ათანასეს შესახებ ვისაც სოფელ ბოდბეში (ქედელი) უცხოვრია.

სხვა საყვარლებიც ბლომად ჰყავდა მაღალყოვადუსამღვდელოეს მეუფე ათანასეს, ცოცხალი ისტორიებია როგორ მალავდა მათ სამრეკლოში. მაგრამ განსვენებულ საცოდავ გიას ცოდვამ საფლავშიც არ უნდა მოასვენოს მიტროპოლიტი ათანასე, საქართველოს ეკლესიის უპირატესი მიტროპოლიტი და უმაღლესი საეკლესიო ჯილდოების მფლობელი, რომელიც მთელ სანაცნობო წრეში, განსაკუთრებით თავის მღვდლებში ხშირად შებახუსებული მუდამ ამაყობდა და ტრაბახობდა, თუ როგორ "იმას უშვრებოდა" თავის დროზე ილია მეორეს (მთლად ციტირებას ნუ მომთხოვთ მისი სიტყვებისას, მძიმე პორნოგრაფია გამოვა).

წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე

ნანახია: (2980)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას