logo.png

Vanoo Shoshiashvili

კვიპროსში ორი მღვდელი უნდა განკვეთონ დღეს

"კვიპროსში, ტამასუს და ორენის სამიტროპოლიტოს წმ. ამბაკუმის მონასტრის ორი მღვდელი, ერთ-ერთი წინამძღვარია, უნდა განკვეთონ დღეს. სოდომ-გომორი ქონდათ თურმე მოწყობილი და ტიპებს იმდენად ეკიდათ ეს ყველაფერი, რომ კამერებსაც არ თიშავდნენ პროცესის დროს, რომლებიც (კამერებიც) თვითონ ჰქონდათ დაყენებული მთელი მონასტრის ტერიტორიაზე. ერთხელაც, მრევლში გავრცელდა ამათი ამბავი და ეგრევე კამერები გახსნეს და აღმოჩნდა, რომ სექსულაური ამბების გარდა, თურმე მრავალგვარ თაღლითობასაც ქონდა ადგილი. ხალხს ატყუებდნენ, ვითომ ხატებს მირონი და ცრემლები მოსდიოდა თავისით და ა.შ. თავისი მრევლიც ყავდათ მოსყიდული, ან უბრალოდ დარიგებული (არაა დაკონკრეტებული), რომ ხალხში გავერცელებინათ ეს ყველაფერი. გარდა ამისა, რაღაც სასწაულებრივ ისტორიებს თხზავდნენ, რომ ვითომ უშვილოებს ბავშვი ეყოლათ, ხეიბრები განიკურნენ და ა.შ. ამ ყველაფრის შედეგად, ტკბილ მამაოებს ძალიან სერიოზული ქონება დაუგროვდათ, მაგ: წინამძღვარს ქეშად, არ გეჩვენებათ, ქეშად ქონდა 1 000 000 ევრო მონასტერში;  დიდი რაოდენობის ოქროულობა და სხვა უძრავ-მოძრავი ქონება.

ასევე, აღმოჩნდა, რომ როცა სამთავარეპისკოპოსო არჩევნები იყო, თავიანთ მიტროპოლიტ ისაიასაც მისცეს დაახლოებით ნახევარი მილიონი ევრო, საარჩევნო კამპანიისთვის. ეს ისაია, თეოდორე გიგნაძის ძმაკაც, ლემესუს მიტროპოლიტ ათანასესთან ერთად, ყველაზე “სულიერ” მღვდელმთავრად ითვლება კვიპროსში.

P.s. იგივე ამბები ხდება საქღთველოშიც, ნუ გგონიათ ზოგიერთებს, რომ მხოლოდ სხვა ეკლესიებში არიან ასეთი გარყვნილი და თაღლითი ხალხი!!! ასევე, აღარ მუშაობს ის არგუმენტი, რომ მსგავსი სასწაულები ნამდვილად ხდება, რადგან თავად “განკურნებულები” ყვებიან სასწაულების შესახებ. არ ვამბობ, რომ სასწაულები არ ხდება, მაგრამ 95% ბლეფია ხოლმე  და ბოლოს, აიი ძააან სულიერი სას. პირების იმიჯი რომ აქვთ, მცირედი გამონაკლისის გარდა, ყველაზე გათახსირებულები და თაღლითები ეგენი აღმოჩნდებიან ხოლმე."

წერს თეოლოგი ვანო შოშიაშვილი

კვიპროსის წმინდა სინოდი ყოველთა მართლმადიდებელთა კრების მოწვევის მომხრეა –  DOGMA.GE

2024 წლის 8 მარტს შედგა კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა ახალი იუსტინიანისა და სრულიად კვიპროსის უნეტარესი მთავარეპისკოპოსი გიორგი. სინოდის სხდომაში მონაწილეობდა კვიპროსის ეკლესიის ყველა მღვდელმთავარი.

მთავარ განსახილველ საკითხად ორი კვიპროსელი არქიმანდრიტის ჩადენილი დანაშაული გახლდათ, რომლებიც ტამასოს ეპარქიას მიეკუთვნებიან. საკითხის პირველადი გამოძიების შემდეგ ორი ბრალდებული არქიმანდრიტი (ერთი მონასტრის წინამძღვარი და მეორე ამავე ძმობის წევრი) სინოდზე თავის მართლებისთვის დაიბარეს, რომლებიც არ გამოცხდდნენ. აქედან გამომდინარე წმინდა სინოდმა საკითხი ექვს წევრიან საეკლესიო სასამართლოს გადასცა, რომელსაც საკითხის უფრო საფუძვლიანად შესწავლა და საბოლოო განაჩენის გამოტანა დაავალა. ამ დროისთვის ბრალდებულ მონასტრის წინამძღვარსა და ძმობის წევრს მღვდელმოქმედება აეკრძალათ. ბრალის დამკიცების შემთხვევაში ორივე არქიმანდრიტი განიკვეთება.

წმინდა სინოდმა გამოქვეყნებულ განჩინებაში აღნიშნა, რომ აგრძელებს უღირსი სასულიერო პირების გამოვლენას და მათ საეკლესიო დასიდან სრულ განკვეთას. წმინდა სინოდი აქვე მრევლს მოუწოდებს არ დაბრკოლდეს მსგავსი შემთხვევების გამო, რადგან კვიპროსის ეკლესია მზად არის ყველა შესაბამისი ზომები მიიღოს უღირსი სასულიერო პირების მიმართ

ნანახია: (298)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას