logo.png

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

ბერის ნათლიად დადგენაც იკრძალება რიგი საეკლესიო კანონებით

ნათლობის შესახებ - აქტუალური კითხვები და მოძღვრის პასუხებიამბიონი

ნამდვილი მიზანი პატრიარქ ილია მეორის გადაწყვეტილებისა, რომ მესამე და მომდევნო ბავშვებზე ნათლიად დადგომოდა ქართველებს, იყო ნათელმირონობის საკრალური საკითხით სპეკულაცია და ფანკლუბის გაზრდა მოსახლეობაში. მას რომ ნამდვილად აწუხებდეს ქართველი ერის ბედი, ამ 30 წლის მანძილზე არ აღმართავდა ბარიერებს თავის თავსა და უბრალო ადამიანებს შორის, ხოლო მისი კარი არა მხოლოდ მილიონრებისთვის და გავლენიანი ადამიანებისთვის იქნებოდა ღია, არამედ ნებისმიერი ქართველისათვის და პირველ რიგში ნათლულებისათვის! მაგრამ რა ხდება სინამდვილეში?! ნათლულებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის პატრიარქის კარი ჩარაზულია და ნათლია თავის ფუნქციის შესრულებას არ კადრულობს და ეს ასე იყო 10 წლის წინაც და დღევანდელ მის ჯანრთელობის ცუდ მდგომარეობას ნურავინ დააბრალებთ! შარშან ერთერთი ნათლულის დედა საპატრიარქოს გალავნის კართან მთელი დღე იხვეწებოდა შეშვებას თავისი შვილის ნათლიასთან და არ შეუშვეს. ესაა ილია მეორის სახე!

ცალკე საკითხია ის, რომ მრავალგზისი ნათლიობა (ათასობით ადამიანის) იკრძალება საეკლესიო კანონებით, ბერის ნათლიად დადგენაც იკრძალება რიგი საეკლესიო კანონებით, მოახდინა ნათლიობის პროფანაცია და ფიქტიურ-ფორმალურ სპეკულაციად ქცევა.

წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე

ნანახია: (1278)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას