logo.png

Gelasi Aroshvili

როგორ შეიძლება, მაცხოვრის მეორედ მოსვლისას, ცეცხლის მდინარე, ანუ ღვთის ძალა და მადლი ჯოჯოხეთად და ტანჯვად ექცეს ვინმეს?

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

როგორ შეიძლება, მაცხოვრის მეორედ მოსვლისას, ცეცხლის მდინარე, ანუ ღვთის ძალა და მადლი ჯოჯოხეთად და ტანჯვად ექცეს ვინმეს? როგორ და - ''ღმერთი ჩვენი ცეცხლ განმლეველ არს''(ებრ.12.29) და ''რამეთუ აჰა, უფალი, ვითარცა ცეცხლი, მოიწიოს, და, ვითარცა გრიგალი, ეტლნი მისნი კუალად-გებად შურის-ძიებისა გულისწყრომით და დევნად ალითა ცეცხლისათა, რამეთუ ცეცხლითა უფლისათა ისაჯოს ყოველი ქუეყანაჲ''(ეს.66,15-16). ამიტომ ეს ცეცხლი ანუ მადლი წაეკიდება ჩვენში არსებულ ყველა ბიწს, ჭუჭყს, წიდას და ჟანგს; ანუ ყველაფერს იმას, რაც უცხოა სული წმიდის მადლისთვის და ეს იქნება ჩვენთვის ცეცხლი განმლეველი, ტანჯვა და ჯოჯოხეთი.

''რაჟამს მოხვიდე ღმერთი დიდებით ქუეყანასა ზედა, მაშინ შეძრწუნდნენ ყოველი დაბადებულნი, მდინარე ცეცხლისა სდიოდეს მსაჯულისა წინაშე და საშინელად ოხვრიდეს, წიგნნი განეხვნენ და და დაფარულნი გამოსცხადნენ, მაშინ მიხსენ მე ცეცხლისა მისგან უშრეტისა და ღირს მყავ მარჯვენით დადგომად შენდა, მსაჯულო სიმართლისაო''

გელასი აროშვილი

ნანახია: (310)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას