მსოფლიო მასშტაბით არაერთმა ქალმა შეიტანა უმნიშვნელოვანესი წვლილი მეცნიერების სხვადასხვა მიმართულების განვითარებაში. გთავაზობთ 7 მეცნიერ ქალს, რომლებიც ფიზიკის, ქიმიისა თუ სხვა მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩნის ავტორები არიან.
ჯოსელინ ბელ ბერნელი ასტროფიზიკოსია, რომელმაც ჯერ კიდევ სტუდენტობისას პულსარიები აღმოაჩინა. პულსარი მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავია, რომელიც ელექტრომაგნიტურ რადიაციას ასხივებს. ბერნელის აღმოჩენას 21-ე საუკუნის უდიდეს ასტრონომიულ აღმოჩენას უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ ბერნელი ვარსკვლავს თავად აკვირდებოდა ნობელის პრემია ამ აღმოჩენისთვის ბერნელის ხელმძღვანელმა, ანტონი ჰიუიშმა მიიღო.
გრეის ჰოპერის ხელმძღვანელობით მათემატიკოსების ჯგუფმა ელექტრონული კომპიუტერის ადრეული პროტოტიპი შექმნა. ჰოპერმა შექმნა პროგრამირების ენის პირველი კომპილატორი, რომლის მეშვეობითაც სიტყვიერი ინსტრუქციების ციფრულ კოდად გარდაქმნა გახდა შესაძლებელი და კომპიუტერული მოწყობილობების ფუნდამენტურ პრინციპებს დაუდო საფუძველი.
ლიზა მაიტნერი ოტო ჰანთან ერთად ხელმძღვანელობდა მეცნიერების მცირე ჯგუფს, რომელმაც პირველად აღმოაჩინა ურანის ბირთვული დაშლის პროცესი. მაიტნერმა და ჰანმა აღმოაჩინეს, რომ ურანის ატომბირთვის ორ მცირე ბირთვად გაყოფისას დიდი რაოდენობით ენერგია გამოიყოფა. აღნიშნული საფუძვლად დაედო ბირთვულ რეაქტორებში სითბოს და შემდგომ, ელექტროენერგიის გამომუშავებას, ისევე როგორც ბირთვული იარაღის შექმნას.
სიცოცხლის განმავლობაში მაიტნერმა არაერთი ჯილდო და წოდება მოიპოვა, თუმცა, 1944 წელს ნობელის პრემია ქიმიაში, ბირთვული დაშლის აღმოჩენისთვის მხოლოდ მის კოლეგას, ოტო ჰანს მიენიჭა.
ჰეიდი ლამარი წარმოშობით ავსტრიელი, ამერიკელი მსახიობი და გამომგონებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ლამარმა კარიერის დიდი ნაწილი კონომსახიობობას მიუძღვნა, მას არაერთი გამოგონება ეკუთვნის. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კი იმ ტექნოლოგიის შექმნაა, რომელსაც დღესაც იყენებენ უსადენო ინტერნეტის, ბლუთუზისა და ჯიპიეს სისტემებში.
მარი სკლოდოვსკა-კიური ნობელის პრემიის პირველი ქალი ლაურეატია. კიური იყო პირველი მეცნიერი და არის ერთადერთი ქალი, რომელმაც ნობელის პრემია მეცნიერების ორ სხვადასხვა დარგში, ქიმიასა და ფიზიკაში აიღო. მის მიღწევებს შორისაა რადიოაქტიურობის თეორიის შექმნა და ორი ქიმიური ელემენტის, პოლონიუმისა და რადიუმის აღმოჩენა. მარი კიურიმ გამოიგონა რენტგენის პორტატული აპარატი.
ადა ლავლეისი ისტორიაში პირველ პროგრამისტად მიიჩნევა. მას ეკუთვნის ნაშრომი, რომელიც პირველი კალკულატორის შექმნას დაედო საფუძვლად. ის იყო პირველი მათემატიკოსი, რომელმაც მოწყობილობის პოტენციალი შეაფასა და იწინასწარმეტყველა, რომ მას მათემატიკურ გამოთვლებზე დიდი პოტენციალი ჰქონდა. მას მიაწერენ პირველი კომპიუტერული ალგორითმის დაწერასაც.
ჩიენ ში ვუ, რომელსაც “ფიზიკის პირველ ლედის უწოდებენ”, წარმოშობით ჩინელი, ამერიკელი ექსპერიმენტალური რადიო-ფიზიკოსი იყო, რომელმაც ბირთვულ ფიზიკაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ის მუშაობდა “მანჰეტენის პროექტზე”, რომლის დროსაც ურანის ბირთვული სინთეზის შედეგად მიიღეს ამავე ნივთიერების იზოტოპები ურანი 235 და ურანი 238. ეს იზოტოპები გამოიყენება როგორც ბირთვული იარაღის, ასევე რეაქტორების ასამუშავებლად.
ავტორი: მარიამ ბოგვერაძე
ნანახია: (293)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას