logo.png

რას წერდა მსოფლიო პატრიარქი იერემია იბერიის კათოლიკოს დომენტის ეპიდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით

 

https://static.wixstatic.com/media/8053ab_5aa152a8fa6940be8b6afe04624ee806~mv2.jpg/v1/fit/w_300,h_300,al_c,q_5/file.jpg

 

1725 წელს აღმოსავლეთ საქართველოს (ანუ ზემო იბერიის) კათოლიკოსი დომენტი IV (ბაგრატიონი, 1705-1741 წწ.) ოსმალეთის სულთანმა სტამბოლში გაიწვია. აქ დაუმტკიცეს მცხეთის საკათოლიკოსო მამულები, მაგრამ სამშობლოში აღარ გამოუშვეს. 1727 დეკემბერში დააპატიმრეს როგორც ოსმალთა ბატონობის მოწინააღმდეგე და სტამბოლის მახლობლად კუნძულ ტენედოსზე გადაასახლეს. აქ მან 1736-ის დამლევამდე დაჰყო. 1738-39-ში ისევ სტამბოლშია, და 1739 ის მეორე ნახევარში გამოუშვეს, წლის ბოლოს საქართველოში დაბრუნდა. 1726 წლის 2 აგვისტოს, მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქი იერემია იმ პერიოდში გავრცელებულ შავი ჭირის ეპიდემიასთან დაკავშირებით მას წერილს წერს, რის დროსაც უნეტარესი დომენტი IV კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა. მსოფლიო პატრიარქის ეს წერილი მცხეთელისადმი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან შემორჩენილი იშვიათი გამონაკლისია.

 

ჩვენი უმდაბლესობა ამ საპატრიარქო დადგენილებით მის უნეტარესობასა და კათოლიკოსს ზემო იბერიისას სულიწმინდისმიერ (და ..) ... უფალ უფალ დომენტის მოგიწოდებთ და გაძლევთ უფლებას, რომ ამ საშინელი შავი ჭირის დაავადების გავრცელების გამო, უძლურების გამო ეკლესიაში ვერ წასვლის შემთხვევაში, როდესაც გსურთ ღვთისმსახურება წმინდა ოდიკით საკუთარ სახლში გამოყოფილ ადგილას აღესრულოს.

 

1726 წლის 2 აგვისტო

იერემია მესამე კონსტანტინოპოლელი

 

წყარო: Δελικάνη Κ., Πατριαρχικά Έγγραφα Γ’, Εκ του Πατριαρχικού Τυπογραφείου, Εν Κωνσταντινιυπόλει, გვ. 241.

 

ლელა ჩხარტიშვილი

ნანახია: (1510)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას