"გამოეთრიე, შე ახვარო კაცო, გაგიხევ სახეს, შე ნაგლო კაცო" - ამ სიტყვებით დაესხა თავს ზარზმის მონასტრის წინამღვარი მშვიდობიან მუსლიმ სასულიერო პირს, რომელიც პარასკევის ლოცვას ასრულებდა.
ქრისტიანი, მით უმეტეს, სასულიერო პირი, მით უმეტეს ბერი, მით უმეტეს მონასტრის წინამღვარი მტრობს არამარტო სხვა აღნმსარებლობის მიმდევრებს, არამედ ქრისტეს ეკლესიას, როცა აღვივებს რელიგიურ შუღლს და ასე, ამ ენით მეტყველებს.
ის შეურაცხყოფს და დევნის ღმერთსა და მის ქმნილებას, ღმრთის ხატებას ნებისმიერ ადამიანში
განსაკუტრებით ბერები, განსაკუტრებით ბერები უნდა გამოირჩეოდნენ თავმდაბლობით, ნებისმიერი ადამიანისადმი კეთილგანწყობით და სიყვარულით, განსაკუთრებული მოკრძალებითა და სათნოებით. არამარტო პატერიკებში, არამედ, ბევრგან, იმ უცხოურ მონასტრებში, სადაც ნამყოფი ვარ, ასეც არის, - ასეთი ბერები მინახავს.
მაგრამ საქართველოში მაინცადამანც მონასტრები იქცნენ ყაჩაღობის, თაღლითობის, ნარკომანიის, ძალადობის, წრეგადასული გახრწნილების კერებად და თავშესაფრებად: გარეჯი, ყინწვისი, ზარზმა, - რომელი ერთი ჩამოვთვალო
"შე ახვარო კაცო, შე ნაგლო კაცო, გაგიხევ სიფათს, სამუდამოდ დაგაკოჭლებ" და აი, ამ სიტყვების მერე უნდა ნახოთ, რა არქიტექტურული და იკონოგრაფიული მშვენიერებაა ზარზმის მონასტერი იმის ზუსტად დასადგენად თუ რა უბედურება, რა ბოროტება ტრიალებს დღეს საქართველოს ეკლესიაში.
ბექა მინდიაშვილი
ნანახია: (499)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას