logo.png

არაფერში იმდენი ძალისხმევა არ ჩამიდია, რამდენიც შარაგასის მონოლინგვის ამოკითხვაში

ბექა ჭიჭინაძე

ქართული ხელნაწერები” – tikochichikoshvili

არაფერში იმდენი ძალისხმევა არ ჩამიდია, რამდენიც ჩვენი ძველი ისტორიის ყველაზე დიდი, გაუშიფრავი წყაროს - შარაგასის მონოლინგვის ამოკითხვაში, დიდი ხანია არამეულს ვსწავლობ მის გასაშიფრად.

გერმანელმა, ფრანგმა, და იტალიელმა მკვლევრებმა მისი ამოკითხვის რამდენიმე ვერსია შემოგვთავავაზეს, მაგრამ იმდენად გაკრული ხელითაა ნაწერი შარაგასის მონოლინგვა, რომ ამოკითხვა ძალიან რთული იყო, დიდი ეჭვებით ვუყურებდი მათ წაკითხვასაც და ჩემსასაც და იქამდე ვერ მოვისვენე, სანამ საკვანძო წევრები არ დავადასტურე ეპოქის სხვა არამეულ ტექსტებში, უზარმაზარი სამუშაოს ჩატარება მომიწია, მაგრამ ამ პარალელიზირების წყალობით, ჩვენი ისტორიის ეს დიდი წყარო ჰიპოთეტური ტექსტიდან იქცა რეალურ ტექსტად, არ დავაკნინებ ჩემს ნაშრომს და ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ ჩემს ნაშრომში მოხდა, როგორც წყარო, აქამდე გამოუყენებელი იყო ეს ტექსტი.

დღეს დავასრულე ბოლო ბუნდოვანი ელემენტის, ტრანსლიტერაციით lqdm (წინაშე)-ს იდენტიფიკაციაც, ეს წევრი არც ისე რთული ამოსაკითხი იყო, მაგრამ ტექსტის კონტექსტში გაუგებარი რჩებოდა:

1. lqdm msryk rmyn 2. lqdm msknyt 3. lqdm msknyt

ჩვეულებრივ, ეს ფრაზები ევროპელ არამეისტებს ასე აქვთ გაგებული: 1. წინაშე სომხეთის სასაზღვრო მხარისა 2. წინაშე მასქუთისა 3. წინაშე მასქუთისა.

lqdm აღნიშნავს მიმართულების აღებას წინისკენ, მისი ძველი ქართული შესატყვისი ,,მიმართა" - ,,მიმართა სპითა ყოვლითა ციხესა დარიალისასა" ახალქართული ,,გაემართაც", ,,(გაე)მართას" უმეტესად სამხედრო გაგება ჰქონდა... ,,მიმართა ყოვლითა სპითა".

სხვა შემთხვევებშიც მიმართულების წინ, სახით სახისკენ/პირით პირისკენ აღებას ქართულში ბრძოლის კონოტაცია აქვს - ,,წინა-აღმდეგობა" და ,,და-პირის/პირება" აქედანაა.

შარაგასის წარწერის lqdm-ს კარგად გადმოსცემს ქართული ,,წინააღმდეგ", რადგანაც მასში კარგად ჩანს როგორც ამ არამეული სიტყვის პირველადი, გეოგრაფიული შინაარსი (,,წინ", ,,პირისპირ"), ისე მისი მნიშვნელობა - დაპირისპირება, წინააღმდეგობა, ამდენად, ამ მონაკვეთში საუბარია მეფე მირდატ ფარსმანის ძისა და სპასპეტ შარაგასის გამარჯვებებზე სომხების, მასქუთებისა და წანარების (Snryt) წინააღმდეგ.

მკვლევარი ბექა ჭიჭინაძე

 

ნანახია: (344)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას