“ვაგრძელებთ ჩვენი ეკლესიის უღირსი სასულიერო პირებისგან სრულ გაწმენდას” - კვიპროსის ეკლესიის წმ. სინოდი
დღეს, 2024 წლის 8 მარტს შედგა კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა ახალი იუსტინიანისა და სრულიად კვიპროსის უნეტარესი მთავარეპისკოპოსი გიორგი. სინოდის სხდომაში მონაწილეობდა კვიპროსის ეკლესიის ყველა მღვდელმთავარი.
მთავარ განსახილველ საკითხად ორი კვიპროსელი არქიმანდრიტის ჩადენილი დანაშაული გახლდათ, რომლებიც ტამასოს ეპარქიას მიეკუთვნებიან. საკითხის პირველადი გამოძიების შემდეგ ორი ბრალდებული არქიმანდრიტი (ერთი მონასტრის წინამძღვარი და მეორე ამავე ძმობის წევრი) სინოდზე თავის მართლებისთვის დაიბარეს, რომლებიც არ გამოცხდდნენ. აქედან გამომდინარე წმინდა სინოდმა საკითხი ექვს წევრიან საეკლესიო სასამართლოს გადასცა, რომელსაც საკითხის უფრო საფუძვლიანად შესწავლა და საბოლოო განაჩენის გამოტანა დაავალა. ამ დროისთვის ბრალდებულ მონასტრის წინამძღვარსა და ძმობის წევრს მღვდელმოქმედება აეკრძალათ. ბრალის დამკიცების შემთხვევაში ორივე არქიმანდრიტი განიკვეთება.
წმინდა სინოდმა გამოქვეყნებულ განჩინებაში აღნიშნა, რომ აგრძელებს უღირსი სასულიერო პირების გამოვლენას და მათ საეკლესიო დასიდან სრულ განკვეთას. წმინდა სინოდი აქვე მრევლს მოუწოდებს არ დაბრკოლდეს მსგავსი შემთხვევების გამო, რადგან კვიპროსის ეკლესია მზად არის ყველა შესაბამისი ზომები მიიღოს უღირსი სასულიერო პირების მიმართ.
ნანახია: (2097)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას