logo.png

რუსული ეკლესიის იერარქი: „კორონავირუსი მხოლოდ დასაწყისია!“

 

რუსეთის რესპექტაბელურ საეკლესიო საიტზე https://pravoslavie.ru/129427.html დაიბეჭდა მთავარეპისკოპოსის - თეოდოსის მოსაზრებები კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით. გთავაზობთ მისი წერილის ძირითად დებულებებს:

„კორონავირუსი შესანიშნავი საშუალებაა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ესქატოლოგიური დროის პირისპირ დოქტრინალურად მოსამზადებლად:  ღვთისმეტყველების, კანონიკისა და ლიტურგიკის კუთხით.

აქ ორი უკიდურესობაა გასათვალისწინებელი.

უგუნური უკიდურესობა პირველი: მოდით უსიტყვოდ დავემორჩილოთ ხელისუფლების ეპიდემიურ  დადგენილებებს - დავკეტოთ ტაძრები, დროებით ავკრძალოთ ზიარება და სხვა საიდუმლონი, ვიდრე არ ჩაივლის პანდემია - აკი წავიდნენ ამ გზით რიგი ადგილობრივი ეკლესიები!

მეორე უკიდურესობაა - მორწმუნეს არაფერი ვნებს.  ნუ მივაქცევთ ყურადღებას ამ საფრთხობელებს. ცოტა ხანში კორონავირუსზეც ისევე გაგვეღიმება, როგორც ახლა ვიღიმით „ღორის გრიპზე“, ან „ქათმის გრიპზე“; ხშირად ვივლით ეკლესიაში, ვეზიარებით და ყველაფერი კარგად იქნებ, ხოლო თუ   დავსნებოვნდებით,  ასეთი ყოფილა ჩვენი ბედი!

ორივე ეს უკიდურესობა ერთნაირად საშიშია თუ საამდროოდ არა, სამომავლოდ მაინც,

ამა ქვეყნის თავადი - საერო სამყაროს სახით ქრისტეს ეკლესიასთან დაპირისპირებული, მუდამჟამ ამოწმებს ჩვენს სიმტკიცეს, ეძებს სუსტ ადგილებს, სადაც შეუძლია დაუბზაროს ხომალდს გემბანი. კორონავირუსი ერთი ამ საშუალებათაგანია.

მაგრამ ის, რაც ეკლესიისაგან უსიტყვოდ უნდა დადგინდეს დღეს, ამას ექნება საღვთისმეტყველო, კანონიკური და ლიტურგიკული მნიშვნელობა კიდევ დიდხანს, ან იქნებ სამუდამოდაც!

ნუ ჩავუღრმავდებით კორონავირუსის არსს - არის ის ზეგავლენის ტექნოლოგია თუ რეალური პანდემია და გავიმეოროთ: ის დოქტრინა, რომელსაც არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გამოიმუშავებს ეკლესია, მომავალში ან გახდება დაცვა და იმუნიტეტი ეკლესიაზე მოსალოდნელი უფრო ძლიერი და მოხერხებული დარტყმებისაგან დასაცავი, ან გახდება ხომალდის სრული რღვევის საფუძველი.

თუ ერთის მხრივ, ისინი, ვინც იქადიან, რომ მათ არაფერი დაემართებათ - არიან ხიბლში და თავიანთ ცუდმედიდობას შეიძლება თავი გადააყოლონ, მეორეთა დათმობამ,  საეროთა ყველა აკრძალვას თუ თავს დაუკრავენ, შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ეკლესიას.

მოვხვდებით ხაფანგში - აკი მიწიერი ეკლესია ყველა შემთხვევაში ანტიქრისტეს მოსვლის დროს  ელოდება! მსგავსი ხაფანგი, როდესაც ჩვენ აგვიკრძალავენ ლიტურგიას და სხვა საიდუმლოებებს, ისედაც არ აგვცდება და რატომ უნდა მოვიახლოოთ ეს დროება თვითნებურად? თუ საერო ხელისუფლის ყველა მოწოდებას შევასრულებთ, ახლო მომავალში სხვადასხვა ქვეყნებში დაგვიკეტავენ ტაძრებს ნებისმიერი საბაბით - იქნება პანდემია, ბირთვული ომი თუ კლიმატის შეცვლა...

შემუშავებული უნდა იქნას ყოველგვარი ცრუ ვირუსებისგან, როგორც თანამედროვე გეოპოლიტიკის ტექნოლოგიისგან, მრევლის დაცვის შიდაეკლესიური კონცეფცია. ამავე დროს, უნდა გავითვალისწინოთ რეალური ეპიდემიური სიტუაციის  გაურკვევლობა იმ დროისათვის, როდესაც მომავალში გამოყენებული იქნება ასეთი ტექნოლოგიები, რაც იმას ნიშნავს, რომ მობილურად განხორციელდეს ტაძრებში დასწრების მოსურნე მორწმუნეთა ფაქტობრივი სანიტარული დაცვა!

ესე იგი, უნდა გვქონდეს ეკლესიის ცხოვრების ლიტურგიკული კონცეფცია, იმ შემთხვევისათვის, თუ საზოგადოებას თავს დაატყდება ჭეშმარიტი სასიკვდილო ინფექცია, ან ტერიტორიის მოწამვლა, ან რადიაცია ევაკუაციის შესაძლებლობის გარეშე. ეს ფანტაზია არ არის - ეს არის ახლო მომავლის აპოკალიფსური რეალობა. უფლის გარდა არავინ იცის, როდის დადგება ეკლესია ამ ვითარების პირისპირ, მაგრამ „რეპეტიცია“ უკვე ახლა მიმდინარეობს - აი, თქვენ კორონავირუსი! ამიტომ უნდა იყოს ეკლესია მზად კატასტროფებისა და პანდემიებისთვის.

სულ უნდა გვახსოვდეს სახარების შეგონება:

გაიგებთ აგრეთვე ომებსა და ომების ამბებს. თქვენ იცით, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველი ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული.

რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ, და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ: და იქნება შიმშილობა და ჟამიანობა და მიწისძვრანი აქა-იქ.

 ხოლო ყოველივე ეს სალმობათა დასაბამია“. (მათე, 24: 6-8)

ასეთი გახლავთ რუსი იერარქის მოსაზრებები არსებულ პანდემიასთან - ჟამიანობასთან დაკავშირებით, ხოლო სალმობათა გაგრძელების თაობაზე უკეთ გვაკვალიანებს საქართველოს პატრიარქი:

„მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოვემზადოთ მეორედ მოსვლისათვის.

 

 

ნანახია: (1307)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას