logo.png

XX საუკუნის ქართველი გმირი ჟიული შარტავა 80 წლის გახდებოდა

დღეს, 7 მარტს, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა. ის 80 წლის გახდებოდა.

ჟიული შარტავა 1993 წლის 18 ივლისს, დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ.
სოხუმზე შტურმის დროს, არც მას და არც მის გარემოცვას ქალაქი არ დაუტოვებიათ.
ისინი მინისტრთა კაბინეტის შენობაში იმყოფებოდნენ.
სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს, ისინი დაატყვევეს და იმავე დღეს დახვრიტეს.

„ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი.”

ჟიული შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად (გურამ გაბესკირია, რაულ ეშბა, ვახტანგ გეგელაშვილი, მამია ალასანია, ალექსანდრე ბერულავა და სხვები) დახვრიტეს სეპარატისტებმა. სიკვდილის შემდეგ მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

ნანახია: (309)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას