როჯერსის თეორია გულისხმობს, რომ ადამიანისთვის არსებობს მხოლოდ ის რაც არსებობს ადამიანის სუბიექტური გამოცდილების ფარგლებში. ადამიანის ქცევა შეიძლება აიხსნას მხოლოდ მისი კოორდინატების სისტემის პოზიციიდან. რაც თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ ინდივიდუალურია. ადამიანის გაგება შესაძლებელია მხოლოდ მისი ფსიქოლოგიური რეალობის კონტექსტში. „შევხედოთ სიტუაციას მისი თვალებით“, გააზრება მისი შინაგანი სამყაროსი.
როჯერსის თეორიში მნიშვნელოვანი პუნქტია მე-კონცეფია – სუბიექტური შეხედულება საკუთარ თავზე, მისი ურთიერთობა სამყაროსთან, ასევე ღირებულებები ამ შეხედულებებთან არის დაკავშირებული. მე-კონცეფია ასახავს იმ მახასიათებლებს, რომელსაც ადამიანი აღიქვამს, როგორც საკუთარი ნაწილს და გამოხატავს იმას, თუ როგორ ვხედავთ საკუთარ თავს იმ განსხვავებულ როლებში, რომელსაც ცხოვრებაში ვთამაშობთ.
მე-კონცეფია მოიცავს არა მხოლოდ ჩვენს წარმოდგენას იმის შესახებ, თუ ვინ ვართ, არამედ იმასაც თუ ვინ გვსურს ვიყოთ. როჯერსი ამ კომპონენტს იდეალურ მე-ს უწოდებდა. ეს არის ყველა ის მახასიათებელი, რომლის ფლობაც ადამიანს სურს, მაგრამ ჯერ არ აქვს.
ეს არის ის „მე“ რომელსაც ადამიანი ყველაზე მეტად აფასებს და რომლისკენაც ისწრაფვის.
მე-კონცეფცია ხასიათდება საკმარისი მთლიანობით, თუმცა შეიძლება შეიცვალოს ახალი გამოცდილების მიღების შედეგად. ცვლილებების მიუხედავად, ადამიანებს უნარჩუნდება შეგრძნება, რომ ისინი ისევ თვითონ არიან.
მე-კონცეფია ყალიბდება ადრეული ბავშვობიდან, სხვა ადამიანების მიერ ბავშვის შეფასების საფუძველზე. თავდაპირველად ახალშობილი ვერ ანცალკევებს საკუთარ თავს გარესამყაროსგან – ანუ ვერ ფლობს საკუთრ თავს. განვითარებისთანავე ის სწავლობს საკუთარი თავის გარჩევას დანარჩენი სამყაროსგან, იწყებს საკუთარი თავის შეგრძებას როგორც ცალკეულ ობიექტად, რაც არის საფუძველი მე-კონცეფციის შემდგომი ფორმირებისთვის. მე-კონცეფციის გავითარებაზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს ახლო სოციალური გარემო – მშობლები, და-ძმები, სხვა ნათესავები. მე-კონცეფია ადეკვატური ფორმირებისთვის აუცილებელია დადებითი ყურადღება -უნივერსალური სტაბილური ადამიანის მოთხოვნილებები.
პოზიტიური ყურადღების საჭიროება მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღზრდაში, როდესაც ბავშვები გრძნობს, რომ გარკვეული ქცევა მოწონებულია ზრდასრული ადამიანების მიერ და იწვევს პოზიტიურ ყურადღებას, და სხვა ქცევა ართმევს ამ ყურადღებას. ეს არის ე.წ. პირობითი პოზიტიური ყურადღება. როჯერსის აზრით, პირობითი ყურადღება აზიანებს ბავშვს და აფერხებს განვითარებას, და მის ჩამოყალიბებას სრულ მოქმედ ინდივიდად – ის დამოკიდებულია გარშემყოფების აზრზე. გარემო ზღუდავს მის გამოცდილებას მხოლოდ იმით, რაც მისაღებია მისი მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის.
როჯერსის აზრით, ბავშვის აქტუალიზაციის წინაპირობაა -უპირობო პოზიტიური ყურადღება. ეს ნიშნავს, რომ ბავშვი უყვართ ყოველგვარი პირობის გარეშე. ეს არ გულისხმობს ყოვლისშემძლეობის ატმოსფეროს – უბრალოდ, ბავშვს არ აკლდება სიყვარული არანაირ გარემოებაში, თუნდაც ის ცუდად აუტანლად მოიქცეს.
როჯერსმა გამოყო შემდეგი მახასიათებლები ადამანის სრულფასოვანი ფუქციონირებისვის:
როჯერსის შეხედულების თანახმად, ფსიქოლოგიური პრობლემები ჩნდება მაშინ, როდესაც თუ რომელიმე ახალი გამოცდილება შეუსაბამოა პიროვნების კონცეფია-მე-თან. რის შედეგადაც ჩნდება შფოთვა. უფრო მეტიც, ეს შეუსაბამობა შეიძლება ვერც კი გაცნობიერდეს. როდესაც მე-კონცეფციის მთლიანობას საფრთხე ემუქრება, შეიძლება ჩაირთოს თავდაცვის მექანიზმები, მიმართული შეინარჩუნოს წარმოდგენა საკუთარ თავზე და საკუთარ ღირებულებებზე.
როჯერსმა გამოყო ორი ასეთი მექანიზმი:
თუ დაცვის მექანიზმები არ დაეხმარება და ადამიანის განცდები არ შეესაბამება მის მე-კონცეფიას (შეუსაბამობა) შფოთვა შეიძლება გადაიზარდოს უფრო მძიმე ფსიქიკურ დარღვევებში.
ავტორი: ილია ნიკაჭაძე
ნანახია: (294)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას