logo.png

ჰგავს თუ არა კორონავირუსის ეპიდემია რაიხსტაგის დაწვას?

 

გერმანული წარმოშობის რუსი პუბლიცისტი ალფრედ კოხი საიტზე mayday.rocks აქვეყნებს წერილს, რომელიც ეხება გერმანიის სიტუაციას, მაგრამ დიდი მისნობა არ  არის საჭირო საიმისოდ, რომ დაკვირვებულმა ქართველმა მკითხველმა სათავისოდ იქ ცოტა სხვა რამეებიც ამოიკითხოს.

„ფაქტობრივად ყველა გერმანელი მოქცეულია შინაურ პატიმრობაში: სკოლები, უნივერსიტეტები და სხვა დაწესებულებანი დაკეტილია, ხოლო ეკონომიკა უშუალოდ მთავრობისაგან იმართება. ეკონომიკის მინისტრი იმუქრება ნაციონალიზაციით, ხოლო ფინანსური მოხელეები ინფლაციურ მოდელებს აწვებიან.

ქვეყანაში დე-ფაქტო შემოღებულია საგანგებო მდგომარეობა და მოქალაქეთა უფლებები შორეულ კუთხეშია შეყუჟული. მათ ნაცვლად სახელმწიფო მოითხოვს შეგნებას, სოლიდარობას, დისციპლინას და ერთიანობას მძიმე განსაცდელის წინაშე.

დე-ფაქტო ხიფათი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ზიანი, რასაც მთავრობა აყენებს ქვეყანას და ხალხს, ამ ხიფათის თავიდან აცილებისათვის მზადების საბაბით.

საზღვრები დაკეტილია და ყოველგვარი კავშირები გარე სამყაროსთან გაწყვეტილია, თვით ავსტრიის საზღვართანაც კი აღუმართავთ  ბარიკადები.

ჩნდება კითხვა: ჩატარდება თუ არა 2021 წლის არჩევნები ბუნდესტაგში, თუ მათ გადაიტანენ გაურკვეველი დროით?

აკი ხელისუფლებამ უკე განაცხადა, რომ პანდემია შესაძლოა გაგრძელდეს მთელი  წელი,  იქნებ ორიც ან მეტი.

და ვინ მიიღებს არჩევნების გადატანის გადაწყვეტილებას? ან იქნებ ეს საქმე მთავრობას არ დაეკისრება?

როგორ დროულად დაემართა კორონავირუსი ფრიდრიხ მერცს, ანგელა მერკელის მთავარ ოპონენტს და მთავარ მეტოქეს - ასე არ არის?

როდის შეწყდება ე. წ. კარანტინი, ხოლო დე-ფაქტო საგანგებო მდგომარეობა?

და - მოქმედებს თუ არა გერმანიის ტერიტორიაზე ამჟამად კონსტიტუცია?

და - როგორ ეთანადება ყველაფერ ამას ის ზომები, რომლებსაც ასეთი ენთუზიაზმით მიმართავს ფრაუ მერკელი?

არსებობს  კი ისევ ბუნდესტაგი? თუ ის სავსებით აღმასრულებელი  ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარება?

და ბოლო კოთხვა: რით არ ჰგავს ეს 1933 წელს და ედარება თუ არა ეს ეპიდემია რაიხსტაგის დაწვას?

 

 

 

 

 

ნანახია: (1174)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას